იცოდა თუ არა სუს-მა, რომ თამარ ბაჩალიაშვილი დასავლეთში პოლიტიკურ თავშესაფარს ეძებდა - პროგრამისტის დედის განმარტება

სულ ნახვები : 1,203
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„იმიტომ უნდა მოეკლათ, რომ იქ არ გახმაურებულიყო ამათი მონაწილეობა,“ - განაცხადა დღეს, 14 ივნისს, თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა.

ცნობისთვის: გუშინ, „მთავარი არხმა“ ის მონაცემთა ბაზა გაასაჯაროვა, სადაც ჩანს, თუ რაზე მუშაობდა თამარ ბაჩალიაშვილი სიცოცხლის ბოლო პერიოდში. სავარაუდოდ, მისი კომპანია უცხოელ მომხმარებლებს ბარათებიდან ფულს ჰპარავდა და ამასთან, პირადი ინფორმაციის უკანონოდ მოსაპოვებლად სუს-თანაც თანამშრომლობდა.

„ნორვეგიაში რომ უნდოდა თავშესაფრის ძებნა, სუს-ს არ გაუჭირდებოდა ამის დადგენა, რომ თამუნამ იქ მოითხოვა თავშესაფარი და არიქა, აქ იმიტომ უნდა მოეკლათ, რომ იქ არ გახმაურებულიყო ამათი მონაწილეობაც. როცა გაირკვა ეს ყველაფერი იმიტომაც უნდოდა საზღვარგარეთ წასვლა და ფარდის ახდა ამ ყველაფერზე, შეეწირა კიდეც ამ ყველაფერს.  

თუ თვითონ მიზანმიმართულად და შეგნებულად ჩაერთვებოდა, მაშინ ცოცხალი იქნებოდა, როგორც არიან სხვები შეგნებულად ჩართულები. ძალოსნები არიან ამ იმაში გარეული, რადგანაც დააფარეს ხელი ამ ყველაფერს და ჩაფარცხეს გამოძიება და დახურეს საქმე", - ამბობს თამაზაშვილი.

შეგახსენებთ: თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, ის სწორედ თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ექვსთვიანი გამოძიების შემდეგ საქმე დაიხურა და ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზად შოთაძის უწყებამ სუიციდი დაასახელა. ოჯახი და ადვოკატები კი დარწმუნებით ამბობენ, რომ ეს თვითმკვლელობით შეფუთული კარგად ორგანიზებული მკვლელობა იყო. მიზეზი კი გარკვეული ინფორმაცია გახდა, რომელიც პროგრამისტმა მოიპოვა და შემდეგ ის თავიდან მოიშორეს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა