ევრო 2020: ნიდერლანდებმა უკრაინას უხვგოლიან მატჩში მოუგო

სულ ნახვები : 36
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უხვგოლიანი და სანახაობრივი გამოდგა ნიდერლანდებისა და უკრაინის ნაკრების მატჩი. ამსტერდამში გამართი შეხვედრა მასპინძლებმა 3:2 მოიგეს.

ფრანკ დე ბურის გუნდს ბურთის ფლობაში დიდ უპირატესობა ჰქონდა და კარგადაც აკონტროლებდა, რამაც შედეგი მეორე ტაიმში გამოიღო და 15 წუთში ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ. გოლები ვეინალდუმმა და ვეგჰორსტმა გაიტანეს.

თუმცა, ანდრეი შევჩენკოს გაწვრთნილი უკრაინა არ გატყდა და გათანაბრება მოახერხა. ჯერ მალინოვსკის მშვენიერი გოლით სხვაობა შემაცირა, შემდეგ კი, იარემჩუკმა საკუთარ გუნდს ქულის შანსი გაუჩინა.

ეს უფრო ნიდერლანდელთა ბრალი იყო, რადგან საქმე მოთავებულად ჩათვალეს. ბოლო წუთებში ისევ მოუმატეს და დუმფრისმა, რომელიც საუკეთესო იყო მოედანზე, მაინც მოახერხა გამარჯვების გოლის გატანა.

ნიდერლანდელებმა ავსტრიის მსგავსად სამი ქულა დააგროვეს და შემდეგ ტურში ერთმანეთს ეთამაშებიან, ხოლო უქულო უკრაინა და ჩრდილოეთ მაკედონია ერთმანეთში გაარკვევენ ურთიერთობას.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები