მაისში საერთაშორისო ვიზიტები წლიურად 188.1%-ით გაიზარდა

სულ ნახვები : 88
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2021 წლის მაისში საერთაშორისო ვიზიტები (ტურისტები და ერთდღიანი ვიზიტორები) წლიურად 188.1%-ით გაიზარდა და 104.8 ათასი ვიზიტორი შეადგინა, რაც ტურისტების რაოდენობის ზრდამ (+264.1% წ/წ) განაპირობა გასული წლის დაბალი ბაზიდან.

ამასთან, კლება დაფიქსირდა ერთდღიან ვიზიტორებში (-16.3% წ/წ), რადგან სახმელეთო საზღვრები კვლავ ჩაკეტილი რჩებოდა მაისში.

ჯამურად, 2021 წლის პირველ 5 თვეში ქვეყანაში 317.5 ათასი (-73.3% წ/წ) საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა, საიდანაც ტურისტულმა ვიზიტებმა 288.9 ათასი (-64.7% წ/წ) შეადგინა. ამავე პერიოდში, ჩვენი შეფასებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 171.6 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა (-61.5% წ/წ)


Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა