ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - 2021 წლის ეროვნული გამოცდების განრიგი

სულ ნახვები : 159
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 1-ელ ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. 14 ივლისიდან გამოცდებში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი პირები ჩაერთვებიან. 28 ივლისს სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ჩატარდება, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდას მაგისტრანტობის კანდიდატები 27-30 ივლისს ჩააბარებენ.

გამოცდების განრიგის შესახებ დეტალური ინფორმაცია მედიის წარმომადგენლებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მიაწოდა.

გორგოძის თქმით, გამოსაცდელები საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან 20 ივნისის შემდეგ შეძლებენ. ბარათზე მოცემული იქნება ინფორმაცია გამოცდის თარიღის, გამოცდაზე გამოცხადების დროისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის შესახებ.

2021 წელს გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციის სტატისტიკა ასეთია: 

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 38 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა;

სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 700-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა;

საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის  12 800-ზე მეტი  მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირდა.

მასწავლებლის საგნის გამოცდაზე, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია 28 700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა - ამ ჩამონათვალში არიან ის აპლიკანტებიც, რომლებიც  2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებაზე.

გამოცდები 2021 წელსაც კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეგულაციის დაცვით ჩატარდება. ამ საკითხზე დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება ცენტრის ვებ და ფეისბუკ გვერდებზე.

გამოცდები განრიგი: 

ერთიანი ეროვნული გამოცდები:

1 ივლისი, 2 ივლისი, 5 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ქართული ენა და ლიტერატურა;

1 ივლისი (პირველი სესია) - ოსური ენა;

1 ივლისი (პირველი სესია) - აფხაზური ენა;

6 ივლისი (პირველი სესია) - რუსული ენა;

6 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;

6 ივლისი (მეორე სესია) - ფრანგული ენა;

7 ივლისი (პირველი სესია) - რუსული ენა;

7 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;

8 ივლისი (პირველი სესია) - გერმანული ენა;

8 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;

9 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - მათემატიკა;

12 -13 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ისტორია;

14 ივლისი (მეორე სესია) - ბიოლოგია;

15 ივლისი (მეორე სესია) - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;

15 ივლისი (მეორე სესია) - ქიმია;

16 ივლისი (მეორე სესია) - გეოგრაფია;

19 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ზოგადი უნარები;

20 ივლისი (პირველი სესია) - ფიზიკა;

20 ივლისი (პირველი სესია) - ლიტერატურა;

20 ივლისი (მეორე სესია) - ზოგადი უნარები;


28 ივლისი (მეორე სესია) - სტუდენტთა საგრანტო კონკურსი.


2021 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარების განრიგი:

27 ივლისი (პირველი სესია) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა;

28 ივლისი (პირველი სესია) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა;

29 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა;

30 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა.


Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

განათლება ► მეცნიერება ► Მეტის ნახვა