„ბავშვების პანსიონიდან მყისიერად გადაყვანის აუცილებლობა არ არსებობს“ - ანდრია ჯაღმაიძე

სულ ნახვები : 137
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ნინოწმინდის პანსიონი იხურება, ეს არ ყოფილა დღევანდელი დღის თემა,“ - აცხადებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, მამა ანდრია ჯაღმაიძე.

შეგახსენებთ: გუშინ, 13 ივნისს, საპატრიარქოში ნინოწმინდის პანსიონის თემაზე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ ითქვა, რომ ნინოწმინდის პანსიონი 2022 წლის 1-ელი აპრილსითვის დაიხურება.            

„საუბარია ვალდებულებაზე, რაც გულისხმობს 2022 წლის 1 აპრილამდე ვალდებულებაზე, რომ დიდი ზომის პანსიონების, კვლავ საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ, მცირე ზომის პანსიონებით ჩანაცვლება მოხდებოდა.

ეს ახალი არ არის. საუბარია იმაზე, რომ არავითარი აუცილებლობა, ბავშვების პანსიონიდან მყისიერად გადაყვანისა დღეს არ არსებობს, რეფორმირება 2022 წლამდე მოხდება, ამისათვის ზრუნვა უკვე დაწყებულია - წერს ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში. 


Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა