მამა იონამ, რომელიც სექსუალურ ძალადობაში ამხილეს, ქვეყანა დატოვა

სულ ნახვები : 833
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„კითხვა მაქვს იმ გოგონასთან - 5 წლის წინანდელ ამბავს დღეს რატომ იხსენებს, ვერ გავიგე“, - განაცხადა დღეს, 14 ივნისს, სასულიერო პირმა,   „ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში“ გასული სიუჟეტის კომენტირებისას, რომლის მიხედვითაც ელიას მონასტრის ერთ-ერთ მოძღვარს , მამა იონას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ.

ცნობისთვის: ინტერვიუ „შაბათის ეთერს“ მრევლის წევრმა მისცა. სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი გოგონა  ამტკიცებს, რომ მამა იონამ მასზე მრავალჯერ სექსუალურად იძალადა.

სასულიერო პირის თქმით,  მბრალდებელი შოუს დგამს და ამ გოგოს საქციელი სწორი არ იყო.

„კითხვა მაქვს იმ გოგონასთან: 5 წლის წინანდელ ამბავს დღეს რატომ იხსენებს, ვერ გავიგე. მგონია, რომ ძალადობა არ იყო, თუ ძალადობა იყო, უნდა მოეთხოვა პასუხი. თუ მართალი არის, სახე გამოაჩინოს, რატომ იმალება? ძალადობის მსხვერპლი შოუს არ დადგამს, რა გამოდის? მამა იონა ძალადობის მსხვერპლი არ გამოდის? ეს ჩვენი სახალხო დამცველი დღეს რომ კივის და წივის, მიემართა, ლომჯარიას რომ კითხო, ყველას დამცველია, მაგრამ რეალობაში მიკერძოებული დამცველია. იმ გოგოს საქციელი არ იყო სწორი", - განაცხადა  სასულიერო პირმა.

 შეგახსენებთ:

ძალადობაში დადანაშაულები მღვდელი სამების საძმოს წევრი და წმინდა საბას ტაძრის წინამძღვარია. სასულიერო პირს ბუნდოვანი წარსული აქვს. რუსულმა სპეცსამსახურებმა ის 2007 წელს სოჭში რუსული პასპორტით დააკავეს და ჯაშუშობაში ამხილეს. ქვეყნიდან გაძევების შემდეგ, ის საქართველოში დაბრუნდა და მღვდლის ანაფორა ჩაიცვა. „შაბათის ეთერში“ გასული სკანდალური სიუჟეტის შემდეგ, მამა იონამ ქვეყანა დატოვა.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა