წელიწადს დავამთავრებთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით, რაც ნიშნავს იმას, რომ მთლიანად გავანულებთ 2020 წელს პანდემიით მიყენებულ ზიანს - ნათია თურნავა

სულ ნახვები : 425
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

წელიწადს დავამთავრებთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით, რაც ნიშნავს იმას, რომ მთლიანად გავანულებთ 2020 წელს პანდემიით მიყენებულ ზიანს , - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მორიგი დადებითი ინფორმაცია ეკონომიკის აღდგენასთან დაკავშირებით, დღეს დილით სტატისტიკის სააგენტოს მიერ გამოქვეყნდა მაისის თვის შეჯამებული საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2021 წლის მაისში საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელი მკვეთრად გაუმჯობესდა. კერძოდ, ექსპორტში გვაქვს თითქმის 45%-იანი ზრდა, ექსპორტმა მაისში მიაღწია თითქმის 340 მილიონ დოლარს. მნიშვნელოვანია ასევე, რომ პირველ 5 თვეში ექსპორტი გაიზარდა 24,4%-ით და ასევე მნიშვნელოვანია, ვინაიდან 2020 წელი იყო ძალიან მძიმე წელი და ჩვენი პროგრესი ეკონომიკაში რომ შევაჯამოთ და შევაფასოთ, 2019 წლის მაისთან შედარებით ექსპორტი პრაქტიკულად იგივე დონეზეა, არ შემცირებულა. 2019 წელი ექსპორტის თვალსაზრისით იყო ბოლო ათწლეულში რეკორდული წელიწადი. აქედან გამომდინარე, 2021 წლის მაისში, როდესაც ჯერ კიდევ მძვინვარებს პანდემია, ჩვენი პროდუქციის ექსპორტი 2019 მაისის დონეზე გვაქვს, ხოლო წინა წელთან შედარებით ძალიან მნიშვნელოვანი 45%-იანი ზრდა. ამას იმიტომ აღვნიშნავთ, რომ თითოეული ასეთი მონაცემი იმედს გვაძლევს, რომ ეკონომიკური ზრდა გაგრძელდება და რა თქმა უნდა, სრულიად საფუძვლიანია ჩვენი მოლოდინი, რომ წელიწადს დავამთავრებთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით თუ არა 6,5-6,7 ეკონომიკური ზრდით მაინც, რაც ნიშნავს იმას, რომ მთლიანად გავანულებთ 2020 წელს პანდემიით მიყენებულ ზიანს. ექსპორტი პირდაპირ მონაწილეობს მთლიანი შიდა პროდუქტის, ეკონომიკის ზრდის კომპონენტში და მისი მაღალი პროცენტით გაზრდა მიანიშნებს იმაზე, რომ ეკონომიკური ზრდაც ასეთივე მაღალი იქნება“, - განაცხადა თურნავამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა