პოლიცია დატოვებს ხეობას, როგორც კი ჩვენ გვექნება საჯარო დაპირება აქტივისტებისგან, რომ ისინი მშვიდობიანად განაგრძობენ თავიანთ პროტესტს - თურნავა

სულ ნახვები : 104
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პოლიცია დატოვებს ხეობას, როგორც კი ჩვენ გვექნება საჯარო დაპირება აქტივისტებისგან, რომ ისინი მშვიდობიანად განაგრძობენ თავიანთ პროტესტს, აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

მისივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან ძალიან მკაფიოდ ითქვა, რომ პოლიციის ქმედებები დამოკიდებულია იმ ანალიზზე, თუ რამდენად უსაფრთხო იქნება გარემო, პოლიციას ნამდვილად არ უხარია და არ სიამოვნებს იქ დამატებითი ძალებით ყოფნა.

"მერწმუნეთ, ერთადერთი ამოცანა იქ პოლიციის ყოფნის არის ის, რომ იყოს მშვიდობა, არ მოხდეს კონფლიქტი სხვადასხვა მხარეს შორის, სამწუხაროდ, იყო ამის მაგალითები. პოლიცია დატოვებს ხეობას, როგორც კი ჩვენ გვექნება საჯარო დაპირება აქტივისტებისგან, რომ ისინი მშვიდობიანად განაგრძობენ თავიანთ პროტესტს და არ მოხდება კომპანიის ხელის შეშლა, ზეწოლა თანამშრომლებზე, არ მოხდება დაზიანება კომპანიის აქტივების, რადგან იქ არის საწყობი, ბევრი მასალა, მათ შორის, აალებადი მასალა, საწვავი და ა.შ.", - განაცხადა თურნავამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა