ბრიუსელში ნატო-ს სამიტი გაიხსნა

სულ ნახვები : 128
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ბრიუსელში ნატო-ს სამიტი გაიხსნა, რომელსაც ნატო-ს 30 წევრი ქვეყნის ლიდერები ესწრებიან.

"ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა მარტო არ არიან. ჩვენ ვდგავართ ერთად ნატო-ში", - ასე მიმართა სამიტის გახსნაზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მსოფლიო ლიდერებს.

მისივე თქმით, დღეს მსოფლიო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას და ამ გამოწვევების გადალახვა არც ერთ ქვეყანას მარტო არ შეუძლია.

შეხვედრაზე მხარეები "ნატო 2030"-ს ახალ მიზნებზე, ალიანსის გაფართოებაზე, ნატოს ძალების გაძლიერებაზე, მსოფლიოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, ვაქცინაციის პროგრამასა და რუსულ საფრთხეებზე იმსჯელებენ.

სამიტზე საქართველოს საკითხსაც განიხილავენ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა