პეტერ შმეიხელი: უეფამ ფეხბურთელებს მოედანზე გასვლა აიძულა

სულ ნახვები : 95
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დანიის ნაკრების ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ყოფილმა მეკარემ, პეტერ შმეიხელმა განაცხადა, რომ UEFA-მ ფეხბურთელებს ფინეთთან თამაში აიძულა.

„ვნახე ოფიციალური წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ ფეხბურთელებმა თამაში მოითხოვეს. სინამდვილეში არ არის. UEFA-მ მათ სამი ვარიანტი წარუდგინა: დარჩენილი 50 წუთის იმ დღესვე თამაში, მეორე ვარიანტი იყო, მეორე დღეს დილის 12 საათზე თამაში და მესამე ვარიანტი იყო ტექნიკური წაგება – 0:3. არ იფიქროთ, რომ დანიელ ფეხბურთელებს არჩევანი ჰქონდათ. მწვრთნელმა ინანა, რომ ფეხბურთელები მოედანზე დააბრუნა“, – თქვა შმეიხელმა, რომელიც დანიის ნაკრების ამჟამინდელი მეკარის, კასპერ შმეიხელის მამაა.

შეგახსენებთ, რომ დანიისა და ფინეთის მატჩი 42-ე წუთზე მას შემდეგ შეწყდა, რაც კრისტიან ერიკსენს მოედანზე გონება დაკარგა და დაეცა. სკანდინავიელ ფეხბურთელს გულის შეტევა დაემართა. თამაში კი, მოგვიანებით განახლდა და ფინეთის ნაკრებმა 1:0 მოიგო.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა