რომან პროტასევიჩი: არც ჯანმრთელობის პრობლემა მაქვს და არც მცემენ

სულ ნახვები : 151
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ბელარუსში დაკავებულმა ოპოზიციონერმა ჟურნალისტმა რომან პროტასევიჩმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ფიზიკურად არავინ უსწორდება და არც ჯანმრთელობას უჩივის.

პროტასევიჩი მინსკში 23 მაისს მეგობარ ქალ, სოფია საპეგასთან ერთად დააკავეს. თვითმფრინავი, რომლითაც წყვილი ვილნიუსში მიფრინავდა, იძულებით მინსკის აეროპორტში დასვეს.

ჟურნალისტმა აღიარებითი ჩვენება რამდენჯერმე მისცა. პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის მშობლებმა იმთავითვე განაცხადეს, რომ მათ შვილს ჩვენება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მიაცემინეს.

ბელარუსის მოქმედი რეჟიმი პროტასევიჩს მასობრივი არეულობების ორგანიზებაში სდებს ბრალს. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა