რუსუდან თევზაძე: განათლების სისტემაში სტრუქტურული რეფორმის განხორციელება აუცილებელია

სულ ნახვები : 50
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დღეს ბათუმში პარტია „საქართველოსთვის“ პირველი ოფისი გაიხსნა. ოფისის გახსნას პარტიის ლიდერები, წევრები და მხარდამჭერები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე ასევე განიხილეს პარტიის პროგრამული ხედვები. პოლიტსაბჭოს წევრმა რუსუდან თევზაძემ განათლების სისტემაში რეფორმების აუცილებლობაზე ისაუბრა. 

,,დღეს სასიცოცხლოდ აუცილებელია განათლების სისტემაში სტრუქტურული რეფორმის განხორციელება. მათ შორის, პირველ რიგში, ბიუროკრატიული კომპონენტის შემცირება, რომელიც ხელს შეუწყობს, პედაგოგის და მასწავლებლის თვითგანვითარებაზე ფოკუსირებას.  მნიშვნელოვანია, აღზრდის კომპონენტის გაძლიერება, რომელიც მოქალაქის აღზრდის და დემოკრატიული ღირებულებების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.’’ - ამბობს თევზაძე. 

რუსუდან თევზაძე ხაზს უსვამს, რომ პარტიის მიდგომები უკვე მიღწეული პროგრესის სრულფასოვნად შენარჩუნებაზე - განათლების სფეროსაც მოიცავს. „უმთავრესი და არსებითი ხაზი პარტია „საქართველოსთვის“ ყველა მიმართულებაში და განათლებაშიც არის, რომ აუცილებლად შენარჩუნებული იქნება წარსულის კარგი პრაქტიკები“.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები