„ქართული ოცნება“ დაკავებულია ბიუჯეტის ფულის საარჩევნო ყულაბაში მობილიზებით - გიგა შუშანია

სულ ნახვები : 176
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მოახლოვდა თვითმმართველობის არჩევნები, ხელისუფლება საარჩევნო ყულაბის შესავსებად აპრობირებულ ხერხს მიმართავს და შემოწირულობებით ავსებს საარჩევნო ყულაბას.

ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენები გულუხვად იღებენ თანხებს, სამაგიეროდ, უკონკურნტოდ იგებენ ტენდერებს, შედეგად კი, ვიღებთ მიტოვებულ და უხარისხოდ შესრულებულ პროექტებს. 

გაჭიანურებულ და კორუფციულ ინფრასტრუქტულულ პროექტებზე CNews-ს ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გიგა შუშანია ესაუბრა:

_ „ქართული ოცნება“ მთლიანად დაკავებულია ბიუჯეტის ფულის მობილიზებით საარჩევნო ყულაბაში, იმისაათვის,  რომ შემდეგ ეს ფული გამოიყენონ ისევ ამომრჩევლის მოსყიდვასა და არჩევნების გაყალბებაში. სამწუხარო ისაა, რომ ქუთაისის ბიუჯეტი ძირითადად შევსებულია ცენტრალური ბიუჯეტიდან, რომლის დიდი ნაწილი არის იმ  საგარეო ვალიდან, რომელიც საქართველომ აიღო და ჩვენი თითოეული მოქალაქის გასასტუმრებელია. კონკრეტული  პროექტების დაფინანსების საბაბით ამ ფულის ნაწილი მიდის „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკების ჯიბეებსა და პარტიის  საარჩევნო ყულაბაში. ძებნა არ ჭირდება, უხარისხოდ შესრულებული და გაჭიანურებული პროექტები  თვალნათლივ ჩანს ქუთაისის ქუჩებში. რომ გაივლით ქალაქში,  ნამდვილად ნაომარს გავს. ყველა პროექტი, რომელიც არის დაწყებული, ან დაუსრულებელია,  ან უხარისხოდ არის გაკეთებული.

_ გადათხრილია 2 მთავარი ქუჩა, რაც გადადგილების პრობლემას ქმნის ქალაქში. რაც თავისთავად პრობლემაა,  კიდევ რა ხერხები აქვს  ხელისუფლებას კორუფციული ფულის შესაგროვებლად?

_ საგზაო ინფრასტრუქტურაში საკმაო დიდი თანხა იხარჯება, ესაა,  როგორც ადგილობრივი ბიუჯეტის თანხა, ისე საგზაო დეპატამენტის  თანხები, პრობლემა არის ის,  რომ ამ საგზაო სამუშაოებზე ბიუჯეტიდან იპარება მილიონობით ლარი. გვეუბნებიან,  რომ კეთდება და იცვლება სანიაღვრე სისტემები, სადაც უკვე ათობით მილიონი ლარია დახარჯული.  უხარისხო შეკეთებისა და იმის გამო, რომ სანიაღვრე სისტემაში იმაზე მცირე დიამეტრის მილები იდება, ვიდრე საჭიროა და რაც  მანამდე იყო, სწორედ ის გზები იტბორება, რომლებიც ბოლო წლებშია შეკეთებული. ამის ნათელი მაგალითია ქუთაისში ფოთის ქუჩა, სადაც მილიონ 200 ათასი ლარი იხარჯება. იცით, რომ ქუთაისში ეს არის ადგილი, რომელიც ყველაზე მეტად იტბორება. თუ აქამდე საკანალიზაციო სისტემაში იყო 2200 მმ დიამეტრის მილები, ახლა იდება 800 მმ დიამეტრის. რა თქმა უნდა,  ეს ნიშნავს, რომ უფრო უარესი სიტუაცია გვექნება შეკეთების შემდეგ.  

აღარაფერს ვამბობ ყბადაღებულ, აღმაშენებლის გამზირზე, სადაც უკვე კარგა ხანია, საერთოდ მიტოვებულია სამუშაოები. საგზაო დეპარტამენტმა  მილიონ 200 ათასი ლარი წინასწარ გადაუდა კომპანიას  - "აკორდ ჯორჯიას’’ (მას  სამუშაოები  7 მილიონ 374 275 ლარად უნდა ჩაეტარებინა )  რომელიც გაიქცა.  ჩვენ გვპირდებოიდნენ ქუთაისის მერიც და საგზაო დეპარტამენტიც, რომ 15 აპრილს უწყდებოდა ამ კომპანიას  ვადა, რის შემდეგაც შეუწყვეტდნენ ხელშეკრულებას და მოიყვანდნენ ახალ, ნორმალურ კომპანიას. ამის ნაცვლად, გაუგრძელეს ისევ 3 თვით ხელშეკრულება და დღესას გაჩერებულია სამუშაოები. ცოტა ხნის წინ ამ კომპანიას შეუწყვიტეს ხელშეკრულება. იგივე ხდება წერეთლის გამზირზე, სადაც ზარ-ზეიმით დაგვპირდა ქუთაისის მერი, რომ 15 აპრილს უკვე დაგებული იქნებოდა ასფალტის საფარი, მაგრამ  ჯერჯერობით სამუშაოების დასრულებიც ნიშანიც კი არ ჩანს. ასე ხდება და ეს წლებია გრძელდება,  ეს ფული იპარება ბიუჯეტიდან, ათობით მილიონი ლარია დახარჯული საგზაო ინფრასტრუქტურაზე, საიდანაც დიდი ნაწილი მიდის ჯიბეში.

ასევეა არის  მერიის საბინაო სამსახური, საიდანაც მილიონობით ლარი იხარჯება ბეტონის გზების დაგებაზე, ვითომ სკვერების მოწესრიგებასა და ტრენაჟორებზე. თვითონ მერიის აუდიტის სამსახურის დასკვნა არსებობს, რომლის საფუძველზე ჩვენ პრიკურატურაში შევიტანეთ განცხადება და მოვითხოვეთ გამოძიების დაწყება.  ამ დასკვნითაც დგინდება, რომ  მილიონობით ლარია გაფლანგული. არის კორუფცია. მაგალითად ბეტონის გზებს, როდესაც აგებენ, იგივე კომპანია, რომელიც აგებს გზებს,  ამოწმებს სამუშაოებს - ბეჭდიანი ფურცელი მოაქვს ხოლმე.

იგევე ხდება საბავშვო ატრაქციონებთან დაკავშირებითაც, ან არასრულადაა გაკეთებული, ან უხარისხოდაა. ასათიანი ქუჩაზე უნდა მოწყობილიყო და საერთოდ არ იყო იქ ატრაქციონი. ტრენაჟორები,  რომელიც დაზიანდა, მიუხედავად იმისა, რომ გარანტიის ვადა გასული არ იყო, ქუთაისის მერია არ თხოვდა მას ახალი ატრაქციონების მოწყობას. უფრო მეტიც, ბიუჯეტიდან ხელახლა ხარჯავდნენ ერთი და იმავე პროექტზე თანხას. სტადიონებს ეხება ეს, მაგალითად, წერეთლის გამზირზე, სახანძროს უკან  ორჯერ გააკეთა სტადიონი ქუთაისის მერიამ,  იმის გამო, რომ ერთხელ ფული მოიპარეს და შემდეგ ბიუჯეტიდან თავიდან მოუხდათ იმავე პროექტზე ფულის გამოყოფა.

თავიდანვე პროექტირებაა ხდება არასწორად. ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ პროექტზე სისტემატურად ხდება, რომ ან ვადები ხანგრძლივდება, ანუ ვადები არასწორადაა განსაზღვრული, ამასთან,  ხდება თანხების დამატებით გამოყოფა, ესეც კორუფციულ ნიშნებს შეიცავს.  იგებენ მხოლოდ ის კომპანიები, რომლებმაც წინასწარ იციან ქუთისის მერიისაგან, რომ სამ თვეში კი არ მოუწევს ამ პროექტის დასრულება, არამედ  მერია 6 თვით გაუხანგრძლივებს ვადას, ან მილიონ 200 ათასად კი არ მოუწევს სამუშაოების შესრულება, არამედ მერიისგან გარანტია აქვთ, რომ ფულს დაუმატებენ.  აბსოლუტურად არაკონკურენტული, არაჯანსაღი პროცესია, ტენდერები მორგებულია იმ კომპანიებთან, რომლებიც ქუთაისის მერიასთან არიან დაკავშირებული.

_ თუ არის ისეთი ფავორიტი კომპანიები გამოვლენილი, რომელიც უმეტესად იგებენ ამ ტენდერებს?

_ ცოტა ხნის წინ „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველომ“ გამოაქვეყნა კვლევა, რომ ქუთაისის ვიცე-მერ იუზა უგულავასთან დაკავშირებული კომპანია სისტემატურად იგებდა ტენდერებს, მანამდე ერთი წლის წინ ჩვენ გავაკეთეთ ამ თემაზე ბრიფინგი. ეს კომპანია, როგორც ქუთაისში,  ასევე თბილისში, ზესტაფონსა და სხვა ქალაქებში იგებდა უკონკურენტოდ ტენდერებს. ჯამში, 3 მილიონი ლარის ტენდერი აქვს მოგებული, ყველა ქალაქი ერთი და იგივე ესკიზით აცხადებდა ამ ძელსკამებზე ტენდერებს, მათ შორის წარწერის ზომაც  ტენდერის პირიობებში იყო დაკონკრეტებული. ეს ყალიბი მხოლოდ ამ კომპანიას ქონდა და სხვა მაგალითად ერთი სანტიმეტრით გრძელ წარწერას თუ წარმოადგენდა, ავტომატურად იბლოკებოდა, რადგან ამ კოპმპანიაზე იყო მორგებული ეს ტენდერები. ასეთი არის უამრავი. მსხვილ ტენდერებს, რა თქმა უნდა, იგებენ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებთან დაკავშირებული კომპანიები, საბოლოო ჯანში, ყველა ეს კომპანია არის აპრიორი „ქართული ოცნების“ შემომწირველი, ამით ავსებს ქართული ოცნების საარჩევნო ყულაბას.  ეს არის დაუწერელი კანონი.

_ თქვენ აქტიურად აჟღერებთ ამ კორუფციული სქემების შესახებ ინფორმაციას, პროკურატურასაც კი მიმართეთ, თუ რეაგირება მოყვა ამას?  

_ არა და ვიდრე გამოძიება ჭიანურდება, გრძელდება მილიონობით თანხის მიტაცება. შიდა აუდიტის დასკვნა, რომელიც მერმა საკრებულოს გადმოუგზავნა, ჩემთვის,  როგორც საკრებულოს დეპიუტატისთვის ხელმისაწვდომი გახდა. როდესაც ის ინფორმაცია პროკურატურას მივაწოდე, ამის შემდეგ მივმართე ქუთაისის მერს შიდა აუდიტის მიერ ჩატარებული შემოწმების აქტების მოთხოვნით. მომწერეს მხოლოდ ჩამონათვალი. ქუთაისის მერმა მომწერა, რომ აუდიტის შესახებ კანონი არ მაძლევს ამ ინფორმაციის მოწოდების საშუალებასო. ჩვენ გავასაჩივრეთ ეს „საიას“ მეშვეობით და ვამზადებთ ახლა სარჩელს, რომლითაც მიცმართავს  სასამართლოს.

გარდა ამისა ქუთაისის მერმა დამალა  დანარჩენი მსხვილი ორგანიზაციების, ააიპების შემოწმების დასკვნები  იმ მოტივით. რომ ეს შიდა ინფორმაციაა.

_ რით აიხსნება,  რომ საკრებულოს წევრს, ფრაქციის თავმჯდომარეს  არ მოგცეს ინფორმაცია?

_ როგორც ჩანს,  დასკვნაში ისეთ დიდ დარღვევებზეა საუბარი, რომ მერს უღირდა ამის დამალვა იმ სასამართლო პროცესებად და მედიაში ამის გახმაურებად, რაც მის მიერ ამ დოკუმენტების დამალვას მოყვება.  მან ყოველგვარი კანონის  დარღვევით გადაწყვიტა ამ ინფორმაციის დამალვა. ეს აღრმავებს გონივრულ ეჭვს, რომ ქუთაისის მერი მფარველობს  კორუფციას, ხელს აფარებს ჩინოვნიკებს, რომლებსაც მერე იყენებენ ზონდერებად, ხან კვერცხებით და ხან საღებავებით დაარბენინებენ ოპოზიციის ოფისების დასარბევად, არჩევნებზე  ყავთ დაყენებული საარჩევნო უბნებზე.  რა თქმა უნდა,  ეს ჩინოვნიკები მარტო  არ იპარავენ  ამ თანხებს, ამ კორუფციულ სქემას ხელმძღვანელობს ქუთაისის მერი და შესაბამისად, სხვა  მაღალი თანამდებობის პირები, რომელთა მფარველობის გარეშე ფიზიკურად შეუძლებელია ასეთი კორუფციული სქემების დახლართვა.

_ ანუ, თქვენ ამბობთ, რომ ქუთაისის მერი კორუფციულ გარიგებებშია ჩართული?

_ მინიმუმ, მფარველობს. რატომ უნდა მფარველობდეს კორუმპირებულ ჩინოვნიკს, თუ ის წესიერია და არ არის გარეული ამ დანაშაულში? როდესაც ის ცდილობს პასუხისმგებლობა ააცილოს ამ საშუალო დონის ჩინოვნიკს, რა თქმა უნდა, გონივრული ეჭვები ჩნდება. ყოველ შემთხვევაში, თანამდებობრივ გულგრილობასთან ნამდვილად გვაქვს საქმე.

_ რაც შეეხება პრემიერის ინიციატივას, რეგიონების აღმშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით, რა დაიგეგმა ამ პროექტის ფარგლებში ქუთაისსა და იმერეთში?

_ აქტივობას, რომელიც გამოაცხადა ბატონმა პრემიერმა, როგორც ცნობილია, პროქტებიც კი არ დაუწყიათ და ვითომ ჩავარდა ეს ტენდერები. რაც შეეხება იმერეთს,  საქართველოში ყველაზე დიდ რეგიონს, შეხვდა 20 მილიონი ლარი. რომ გავყოთ ეს თანხა 12 მუნიციპალიტეტზე, გამოდის მილიონ ნახევარი ლარი ქუთაისისათვის. ამ „განახლებული საქართველოს“ პროექტით აპირებენ ცენტრალური ბაღის გაკეთებას და ფალიაშვილის ქუჩის დაგებას, რომელიც ჯერჯერობით ნორმალურ მდგომარეობაშია. გამოდის, რომ არჩევნების წინ აღმშენებლობის ილუზიის შექმნის მიზნით  უნდა გადათხარონ ეს ქუჩა და ქალაქის პარალიზება მოახდინონ.  რაც შეეხება წყალტუბოს, ყველას გახსოვთ, რომ  ივანიშვილი დაგვპირდა წყალტუბოს აღორძინებას, სასტუმროების აღდგენას. ახლა გაირკვა, რომ  როგორც პატარა თაღლითი, ამაშიც იტყუება ივანიშვილი და ბიუჯეტის ფულით აპირებს წყალტუბოს განვითარების გეგმის დაწერას. რა თქმა უნდა,  ისევ იმავე სქემით მოხდება ტენდერების საშუალებით ამ პროექტებისათვის გამოყოფილი ფულის „ოცნების“ საარჩევნო ყულაბაში გადაქაჩვა, მაგრამ ამჯერად მათ ესეც არ უშველით.

ირინა მაკარიძე, CNews

 

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები