ევრო 2020: ჩეხეთმა შიკის ულამაზესი გოლით შოტლანდია დაამარცხა

სულ ნახვები : 115
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

14 ივნისს ევროპის ჩემპიონატი საინტერესო მატჩით დაიწყო – შოტლანდია გლაზგოში დაუხვდა ჩეხეთს, მაგრამ ვერაფერი გააწყო და 0:2 დამარცხდა.

ორივე გუნდი ცდილობდა აქტივში სამი ქულა ჩაეწერა, რადგან ამ ჯგუფის ფავორიტებად არ ითვლებიან და მესამე, სათუო გამსვლელი ადგილისთვის ბრძოლაში აუცილებლად მოგება ჭირდებოდათ. გუნდებმაც მოინდომეს, მაგრამ ისეთი თამაში იყო, ვინც უკეთ გამოიყენებდა საგოლე მომენტებს, ის მოიგებდა და ასეც მოხდა – ჩეხებმა ორჯერ მოახერხეს გატანა და კარიც მშრალად შეინახეს.

ორივეჯერ თავი პატრიკ შიკმა გამოიჩინა და თითო ტაიმში თითო გოლი შეაგდო. აქედან მეორე ულამაზესი გამოდგა – ჩეხმა ფეხბურთელმა თითქმის მოედნის ცენტრიდან დამიზნებით დაარტყა კარში. ამ გოლებით შიკმა საკუთარ გუნდს სატურნირო ცხრილში უპირატესობა მისცა. შოტლანდიას კი, რომელიც 1998 წლის შემდეგ პირველად იყო დიდ ტურნირზე, ახლა უმძიმესი ბრძოლების გადატანა მოუწევს.


Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები