ბიძინა ივანიშვილზე უფრო გაბედული ადამიანი ამ ქვეყანაში არ გვყავს - მდინარაძე

სულ ნახვები : 185
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ქართული ოცნების“ ლიდერი, მამუკა მდინარაძე, კითხვაზე: „გაბედავს თუ არა ბიძინა ივანიშვილი სასამართლოში მისვლას“ - აცხადებს, რომ ივანიშვილზე გაბედული ადამიანი ქვეყანაში არ გვყავს.

მისი თქმით, ივანიშვილმა უსასტიკეს რეჟიმს დაუპირისპირდა და დაამარცხა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლის რისკის ფასად.

„ბიძინა ივანიშვილის გაბედვაზე ნუ ლაპარაკობთ დამიჯერეთ რა. უფრო გაბედული ადამიანი ამ ქვეყანაში არ გვყავს. იმ ადამიანმა იცით რა გაბედა? ძალიან დიდი მხარდაჭერა რომ ჰქონდა სადღაც-სადღაციდან ისეთ უსასტიკეს რეჟიმს დაუპირისპირდა და დაამარცხა საკუთარი და საკუთარი ოჯახის წევრების სიცოცხლის რისკის ფასად. და თქვენ ლაპარაკობთ მის გაბედულობაზე და არ გირჩევთ“ , - ამბობს მდინარაძე.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა