„ნაცებისთვის“ ყველაფერი არალეგიტიმურია, რაც არ მოსწონთ, მათ შორის ისეთი ავტორიტეტული ევროპული სტრუქტურაც, როგორიც სტრასბურგის სასამართლოა - მდინარაძე

სულ ნახვები : 184
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

„ნაცებისთვის“ ვისი გადაწყვეტილებაც არ მოსწონთ, ყველა არალეგიტიმურია და ყველას მიმართ შეუძლიათ ეჭვის გამოთქმა, მათ შორის ისეთი ავტორიტეტული ევროპული სტრუქტურების მიმართ, როგორიც სტრასბურგის სასამართლოა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელმაც ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო.


მდინარაძის თმით, „ნაცებს“ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების სისწორეში ეჭვი შეაქვთ.


„მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიმართაც ნეგატიური პიარი აწარმოეს, გახსოვთ და სამწუხაროა, რომ ეს ადამიანი არა მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ მხარეს მყოფი ტელევიზიების მხრიდან მოექცა ბულინგის ქვეშ, არამედ ის დაბარებული იყო სხვადასხვა ადგილზე. ამასთან დაკავშირებით ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა. ჩარევის ეს ფორმა აბსოლუტურად მიუღებელი იყო და ამასთან დაკავშირებით მაშინდელმა ხელმძღვანელობამ, ადგილობრივი წარმომადგენლების, ჩვენი მეგობარი ქვეყნის ძალიან ცუდი დაშვება გააკეთა. დღეს რომ ეს მომხდარიყო, მსგავსი პრეცედენტი დაშვებული არ იქნებოდა, ამას თამამად ვიძახი. ეს შეიძლება, ცალკეულ პიროვნებებზეც კი იყოს დამოკიდებული, მაგრამ მაშინ ჩარევის ეს ძალიან ცუდი პრეცედენტი იყო დაშვებული. ისევე, როგორც „რუსთავი 2-ის“ საქმეზე, ასევე ახლაც, ბოდიში არავის მოუხდია სასამართლოს მიმართ ანტიკამპანიის თაობაზე. ბოდიში რომ ბევრს მოსახდელი აქვს, ეს დადასტურებულია სტრასბურგის სასამართლოს მიერ“, – განაცხადა მდინარაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა