„გლოვა უნდა იყოს სულში და არა ინსტაგრამში“ - ალა პუგაჩოვას პასუხი კრემლის პროპაგანდისტებს

სულ ნახვები : 330
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რუსული სცენის პრიმადონად წოდებული ალა პუგაჩოვა, რომელმაც ქვეყანა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე პროტესტის ნიშნად დატოვა, კრემლის პროპაგანდისტების მხრიდან, მისი მისამართით წამოსულ ლანძღვას და ბულინგს სოციალურ ქსელში პასუხობს.

„გლოვა უნდა იყოს სულში და არა ინსტაგრამში, ამინ“ - წერს მომღერალი მათი მისამართით, ვინც გააკრიტიკა, რომ „კროკუსში“ მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით მან საჯაროდ არაფერი დაწერა.

ცნობისთვის, „კროკუსში“ მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად 140 ადამიანი დაიღუპა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები