მჯერა, რომ პრეზიდენტი გაათავისუფლებს პოლიტპატიმარს - ლაშა ფარულავა გრიგორიადისზე

სულ ნახვები : 142
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გასაგებია ხელისუფლების პოზიცია. ლაზარეს საქმეს იყენებს, როგორც პროპაგანდის მექანიზმს, რომ უნდა დემონიზება მოახდინოს ლაზარესი და მთლიანად მარტის მოვლენების, ეს არის ხელისუფლების მთავარი ამოცანა, - ამის შესახებ CNews-თან საუბრისას, ენმ-ს პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ ისაუბრა.

მისი თქმით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების და ოპოზიციური ფლანგის განწყობებს, რომელიც ლაზარესთან მიმართებაში არის ერთსულოვანი და ისინი არ ერთხმად აფიქსირებენ მოსაზრებას, რომ ხელისუფლება ლაზარეს პერსონას იყენებს მარტის მოვლენების დემონიზებისთვის.

„თუმცა აქ ყველაზე მთავარი ის არის, რომ ლაზარეს მხარდაჭერა ოპოზიციურ ფლანგზე და საზოგადოების მხრიდან მის მიმართ განწყობა არის ერთიანი და ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, რომ ლაზარე, როგორც მარტის მოვლენების ერთ-ერთი მონაწილე იყოს თავისუფალი და ცხადია ხელისუფლება ცდილობს, რომ ლაზარესი, როგორც ერთი ადამიანის დემონიზება მოახდინოს და ამით ცდილობს თავის მომხრეებში შეიტანოს კიდევ ერთი ნეგატივი, თუმცა, ფაქტია, რომ ლაზარე არის მარტის მოვლენების ერთ-ერთი მონაწილე და ყველა შეთანხმებულია იმაზე, რომ ლაზარე უნდა იყოს თავისუფალი“, - აცხადებს ფარულავა.

ამასთან, ის დარწმუნებულია რომ გრიგორიადისისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილი გამოიყენებს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას.

„მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ რომც იყოს გამამტყუნებელი განაჩენი, პრეზიდენტი გამოიყენებს თავის  უფლებამოსილებას და პრეზიდენტი გაათავისუფლებს პოლიტპატიმარს“, - განაცხადა ფარულავამ.

ცნობისთვის, დღეს, 28 მარტს ჩანიშნული ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სასამართლო პროცესი გადაიდო, მოსამართლე ზვიად შარაძემ აღნიშნულის მიზეზად, სხდომაზე ბრალდებულის არ გამოცხადება დაასახელა. მომდევნო სხდომა 8 აპრილს ჩაინიშნა.

გიგა გელხვიიძე, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა