მას აქვს თავისი უფლებამოსილებები და კომპეტენციები - ირაკლი ნადირაძე პრეზიდენტზე

სულ ნახვები : 177
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

„სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენს საპრეზიდენტო ინსტიტუტს და ჩვენ ერთადერთი, რასაც მისგან ვითხოვთ და მოვითხოვთ არის, რომ გაათავისუფლოს პუტინის პირადი პოლიტიკური პატიმარი მიხეილ სააკაშვილი“,  -  ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები მხოლოდ იმიტომ საუბრობენ პრეზიდენტზე, რომ სხვა თემაზე სალაპარაკო არ აქვთ.

 „უმრავლესობას სალაპარაკო არ აქვს გაზრდილ ფასებზე, პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, საწვავზე, ემიგრაციაზე, შობადობის შემცირებაზე, საპენსიო სესხებზე, ამიტომ მუდმივად ცდილობენ, რომ მსგავსი თემების სპეკულაციებით დაკავდნენ. სალომე ზურაბიშვილი არის სალომე ზურაბიშვილი, იგი წარმოადგენს საპრეზიდენტო ინსტიტუტს, მას აქვს თავისი უფლებამოსილებები, თავისი კომპეტენციები და ჩვენ ერთადერთი, რასაც მისგან ვითხოვთ და მოვითხოვთ არის, რომ გაათავისუფლოს პუტინის პირადი პოლიტიკური პატიმარი მიხეილ სააკაშვილი.“ - განაცხადა  ნადირაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა