როდესაც ავიღებთ კიევს მაშინ დასრულდება დრონების აურზაური - ანდრეი კარტაპოლოვი
სულ ნახვები :
435
...
„როდესაც ავიღებთ კიევს, მაშინ დასრულდება ეს დრონების აურზაური“, - აღნიშნული განცხადება დღეს, 2 აპრილს რუსეთის სახელმწიფო დუმის, თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა ანდრეი კარტაპოლოვმა გააკეთა.
პოლიტოლოგების და ომის ექსპერტების შეფასებით, კარტაპოლოვის ეს განცხადება იმაზე მიუთითებს, რომ რუსული მხარე ვერაფერს ვერ გააკეთებს იმ დრონების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე შედიან და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ბომბავენ.
ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, უკრაინული დრონების მიერ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მუშაობა 7%-ით შეფერხდა.