ამ ამბის სიმძიმე მუდამ გვემახსოვრება - დიმიტრი ხუნდაძე 9 აპრილზე

სულ ნახვები : 1,887
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მაშინ, 9 აპრილს, ახალგაზრდებს არ უბრძოლიათ იმისთვის, რომ დღეს თავისუფლება და ჭეშმარიტი სუვერენიტეტი ისევ სახვეწარი, საბრძოლველი გვქონდეს, - ამის შესახებ პარტია „ხალხის  ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად სიმძიმისა, საამაყოა ის მონაპოვარი, რომელიც მოჰყვა 9 აპრილს.

„9 აპრილი ძალიან მძიმედ გასახსენებელი თარიღია. ამ ამბის სიმძიმე მუდამ გვემახსოვრება, მაგრამ ასევე, მუდამ გვემახსოვრება ის სიამაყე, რაც მოგვიტანა იმან, რომ ქართველმა ერმა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საკუთარი პოზიცია ღიად დააფიქსირა

მაშინ, 9 აპრილს, ახალგაზრდებს არ უბრძოლიათ იმისთვის, რომ დღეს თავისუფლება და ჭეშმარიტი სუვერენიტეტი ისევ სახვეწარი, საბრძოლველი გვქონდეს და კითხვის ნიშნის ქვეშ იდგეს. დამოუკიდებლობა ნიშნავს დამოუკიდებლობას და არა - რაიმე ფორმით დამოკიდებულებას, იქნება ეს უფროს-უმცროსი ძმის ურთიერთობა თუ, მით უმეტეს, ყველაზე მძიმე - ფულად რესურსზე დამოკიდებულება“, - განაცხადა ხუნდაძემ.

ცნობისთვის, 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა