ძალიან სახიფათო გზაზე გავდივართ - პაატა დავითაია

სულ ნახვები : 137
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ძალიან მძიმე სურათი არის რასაც ჩვენ ვხედავთ, - ამის შესახებ CNews-ს „ევროპელი დემოკრატების“ ხელმძღვანელმა პაატა დავითაიამ განუცხადა.

როგორც დავითაიამ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, მას აქვს ახალი თაობის იმედი, რომ ისინი არაფერს დაუთმობენ ხელისუფლებას, რომელიც ქვეყანას რუსეთისკენ მიაქანებს.

„არ დავიწყებ იმის განხილვას რა წერია კანონში და რა არ წერია, რადგანაც, როდესაც შენ შედიხარ ევროპულ ოჯახში, რომელსაც აქვს ქცევის წესები და ამ ოჯახში შენ ითხოვ შესვლას და არა ძალით გაიძულებს ვიღაცა და არ იღებ იმ ქცევის წესებს რაც იმ ოჯახშია, სასამართლოს დამოუკიდებლობა, სიტყვის თავისუფლება და ის, რომ დემოკრატიული და საარჩევნო პროცესები ვითარდებოდეს ნორმალურად ხომ? თავისუფლებას ეწინააღმდეგება ეს კანონი და ამას მოჰყვება ძალიან მკაცრი რეაქცია ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ და ძალიან სახიფათო გზაზე ვდგავართ. ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ ამ ქვეყანას ეს ახალგაზრდობა დაიცვას. აქციაზე ვდგავარ არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც ლექტორი იმიტომ, რომ აქ დგანან ჩემი სტუდენტები და მე მჯერა, რომ ამ ქვეყნის ინტერესებს დაიცავენ ისინი“, - განუცხადა CNews-ს დავითაიამ.

ცნობისთვის, გუშინ 15 აპრილს, საპარლამენტო უმრავლესობამ, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი უკვე მიიღო, რამდენადაც ცნობილია დღეს კანონი პლენარულ სხდომაზე განიხილება.

გიგა გელხვიიძე, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა