თუ კი მე ვავსებ დეკლარაციას ყველა მოქალაქემ უნდა შეავსოს - ირმა ზავრადაშვილი

სულ ნახვები : 189
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რუსული კანონპროექტი ალბათ თქვენ შემოგაქვთ, ჩვენ რუსული კანონპროექტი არ გამოგვაქვს,  - ასე პასუხობს მედიის წარმომადგენლების შეკითხვას რუსულ კანონთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, ირმა ზავრადაშვილი.

მისი თქმით, ყველა მოქალაქე ვალდებული უნდა იყოს შეავსოს ქონებრივი დეკლარაცია, ისევე როგორც საჯარო მოხელეებმა.

„ამ კანონს ჰქვია გამჭვირვალობის კანონი. გამჭვირვალობას არ აქვს ალტერნატივა, თუ კი მე ვავსებ დეკლარაციას, ყველამ მოქალაქემ უნდა შეავსოს“, - განაცხადა ზავრადაშვილმა.

ცნობისთვის, რუსული კანონი საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინ, 15 აპრილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უკვე მიიღო, რაც შეეხება პლენარულ სხდომაზე კანონის გატანას, როგორც ცნობილია ეს დღეს, 16 აპრილს მოხდება. აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ რუსული კანონის საპარლამენტო განხილვის პარალელურად დღის 12:00 საათზე, მოქალაქეები აღნიშნული კანონის საწინააღმდეგო აქციას გამართავენ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა