„ჰეი მეთიუ, are you kidding? ბოდიში მოუხადეთ სანქცირებულ მოსამართლეებს!“ - ზარქუა სახ.დეპს

სულ ნახვები : 104
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ჰეი მეთიუ, are you kidding , my friend? What are you talking about, my friend?“, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი ზარქუამ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს, მეთიუ მილერს.

ზარქუა აშშ-ს ბოდიშის მოხდას სთხოვს, განსაკუთრებით უნდა, რომ გვარამიას მოსამართლე ჩხიკვაძეს მოუხდონ პერსონალური ბოდიში.

„ჰეი მეთიუ, are you kidding , my friend? What are you talking about, my friend? მე არ ვიცი თქვენ რა არგუმენტებს ეყრდნობით, დღემდე ველოდებოდით არგუმენტებს დასანქცირებული მოსამართლეები რის საფუძველზე დაასანქირეთ. არგუმენტები წარმოადგინეთ - იქნებ მართლები ხართ. თუ არადა ბოდიში მოუხადეთ, მათ შორის, მოსამართლე ჩხიკვაძეს. რომელიც დაასანქცირეთ იმის გამო, რომ გადაწყვეტილება მიიღო ბატონ გვარამიასთან დაკავშირებით, რომელმაც რამდენიმე მილიონი მოჰპარა რუსთავი 2-ს. ეს თემა შემდეგ გასაჩივრდა სტრასბურგში და სტრასბურგმა თქვა, რომ საერთოდ განხილვაშიც არ მივიღებ იმიტომ, რომ მოსამართლე ჩხიკვაძის გადაწყვეტილება იყო სამართლიანი და ობიექტურიო.

ბოდიში უნდა მოგეხადათ თქვენ და საელჩოს და ვინც აბულინგებდით ამ მოსამართლეს და მისი ოჯახის წევრებს. What are you talking about, my friend? გაოგნებული ვარ“ , - თქვა ზარქუამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა