ამ კანონის მიღების შემთხვევაში უფრო მეტი ახალგაზრდა დატოვებს ქვეყანას - ნადიმ ხმალაძე

სულ ნახვები : 261
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ამ კანონის მიღების შემთხვევაში უფრო მეტი ახალგაზრდა  დატოვებს ქვეყანას, - ამის შესახებ Cnews-ს ქართველმა მებრძოლმა, ნადიმ ხმალაძემ რუსული აქციის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციაზე განუცხადა. 

„დღეს რუსული კანონის მიღება უნდა ვითომ ქართულ ხელისუფლებას, რომელსაც ქართული არაფერი  ცხია, ეს არის  რუსული ხელისუფლება.

რუსული კანონის შემოტანა საქართველოს, პირველ რიგში,  გადაუკეტავს დასავლეთისკენ - ევროკავშირისკენ, ნატო-სკენ მიმავალ ყველა გზას, ქართველ ახალგაზრდობას, ჩვენს მომავალ თაობას უკარგავს მომავალს. როგორც ბოლო 12 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ახალგაზრდა გავიდა ქვეყნიდან, მხოლოდ იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში ცივილიზაციისკენ სვლა შეწყდა. ამ კანონის მიღების შემთხვევაში, უფრო მეტი ახალგაზრდა დატოვებს ქვეყანას და აღარ დარჩება ქართველი ახალგაზრდობა ქვეყანაში, ამიტომ ვაპროტესტებ რუსულ კანონს“, - განუცხადა Cnews-ს ნადიმ ხმალაძემ.

ირინა მაკარიძე, Cnews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა