თავგასული სასამართლო სისტემა გვაქვს - თამარ კორძაია

სულ ნახვები : 107
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, თამარ კორძაია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას ეხმიანება, რომელიც აცხადებს, რომ ხელისუფლებამ სანქცირებული მოსამართლეები პასუხისგებაში უნდა მისცეს.

კორძაია თვლის, რომ მილერის განცხადებიდან იკვეთებოდა, აშშ-ის მიერ მორიგი სანქცირებულთა სიის შექმნა, რომელშიც უკვე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იქნებიან შეყვანილი.

„ისინი თვლიან, რომ დემოკრატიას ხელს უშლიან ასეთი მოსამართლეები, კლანური სასამართლო უშლის ხელს და ასევე ნებისმიერი ხელისუფალი, რომელიც ამ კლანურ სასამართლოს აფარებს ხელს. შედეგებზე მიღების მერე ილაპარაკებს და ეს სიტყვები ძალიან დამაფიქრებელია „ქართული ოცნებისთვის“ რადგანაც, რომელი იქნება სანქცირებულთა სიაში არავინ არ იცის. მოსამართლეები თავს გავიდნენ, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილების დახმარებით, მათ გააჩერეს თავიანთი კეთილსინდისიერების შემოწმება, ანუ თავსგასული სასამართლო სისტემა გაქვს, რომელსაც ხელს აფარებს კლანი", - განაცხადა კორძაიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა