ეს კანონი საბჭოთა სისტემის რესტავრაციას ახდენს - ლაშა ფარულავა

სულ ნახვები : 98
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ხელისუფლებას მოუწევთ უკან წაიღონ რუსული კანონი. - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზ.

მისი თქმით, ეს კანონი საბჭოთა სისტემის რესტავრაციას ახდენს. 

„ხელისუფლებას მოუწევთ უკან წაიღონ რუსული კანონი. მე დარწმუნებული ვარ, საზოგადოების ერთიანობა, რომელსაც სურს საქართველო იხილოს ევროპაში, ევროკავშირში, სადაც არის კეთილდღეობა და ეს კეთილდღეობა ექნება ყველას და არა ერთეულებს. რა არის ჩვენსა და მათ შორის განსხვავება, რატომ შემოიტანეს ეს კანონი? პირველ რიგში, ეს კანონი რესტავრაციას ახდენს საბჭოთა სისტემის. ჩვენ გვინდა, რომ ამ ქვეყანაში აღარ დაბრუნდეს საბჭოთა ინსტრუმენტები და მათ შემოაქვთ მონიტორინგის ქვეშ, დასმენის ინსტიტუტი. ამას ახდენენ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, მათ მიმართ, ვისაც ყველაზე მეტი აქვთ გაკეთებული დემოკრატიის განვითარებისთვის საქართველოში. სწორედ ამ ორგანიზაციებს დევნიან, იმის გამო, რომ ამ ორგანიზაციების, ამ შრომის დამსახურებით, საქართველო მივიდა ევროკავშირის კართან და ახლა ამ კართან გვეღობება ივანიშვილის პარტია. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი აქვს ჩვენს საზოგადოებას - დავდგეთ ერთად, ვიყოთ შეკრულები და ამ ბრძოლაში გავიმარჯვოთ, ამ მშვიდობიან ბრძოლაში. ყველზე მთავარი - ჩვენ გვინდა ევროპა ყველასთვის, მათ შორის მათი შვილებისთვის, ხოლო ამ ადამიანებს უნდათ კეთილდღეობა საკუთარი თავისთვის, ივანიშვილის ჯგუფისთვის“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა