ნუ მოტყუვდებით, რომ ამ კანონით მოყვარე მტრად გამოცხადდება - მაკა ბოჭორიშვილი

სულ ნახვები : 126
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

იმ ადამიანებსაც მინდა, მივმართო, ვისაც გულწრფელად ადარდებს საქართველოს ევროპული მომავალი და უკვე ორი კვირაა, არ წყდება მათი შანტაჟი, ნუ დაიჯერებთ იმ ადამიანების წუხილს ქვეყნის ევროპული მომავალზე, ვინც ყველაზე ისტორიულ მომენტში განუდგა საკუთარ სამშობლოს და ბრიუსელში კარდაკარ იარა ხალხის დასარწმუნებლად, რომ საქართველოსთვის არ მოეცათ კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ დღეს, 16 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თავად ოპოზიცია აკეთებს რუსულ საქმეს.

„ეს არის რუსული საქმე, და არა გამჭვირვალობის მოთხოვნა. ვინმეს არ გეგონოთ მე ვაბრალებ რამეს, თავად აღიარეს. დღემდე წუხან, რომ ისტორიული შანსი გაუშვეს ხელიდან და შედეგს ვერ მიაღწიეს, რადგან ამის უფლება არ მივეცით. არ დავიზარეთ მათი მავნებლობების გაქარწყლება, არ დავიზარეთ სიმართლისთვის ბრძოლა. ნუ დაუჯერებთ იმ ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც დაფინანსებას ხარჯავდნენ იმაში, რომ რაც შეიძლება აკადემიურად დაეწერათ, რატომ არ იმსახურებდა ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატობას უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად. ეს ის ხალხია, ყველაზე მკაცრი არბიტრის – ევროკომისიის ანგარიშზე უფრო მკაცრად რომ აფასებდნენ საკუთარ სამშობლოს. ეს ის ხალხია, რომლებმაც იკადრეს და საქართველო მაჩანჩალას კატეგორიაში განათავსეს მათივე ხელით შექმნილ რეიტინგებში. ნუ მოტყუვდებით, რომ ამ კანონით მოყვარე მტრად გამოცხადდება“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა