მჯერა, საბოლოოდ ეს ქვეყანა არ გარუსდება, ამიტომ ვცხოვრობ აქ და არ ვუშვებ შვილებს არსად - ზურა ჯაფარიძე

სულ ნახვები : 239
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ამ წუთებში პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს - შეკრებილები არიან აქტივისტები, პოლიტიკოსები და მოქალაქეები.

როგორც „გირჩი-მეტი თავისუფლებას" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, გუშინდელმა აქციამ ამ მიზანს მიაღწია.

მისივე თქმით, ოპოზიციას ახლა რაიმე კონკრეტული გეგმა არ აქვს, თუმცა მოვლენების განვითარებიდან გამომდინარე პროტესტის საერთო გეგმაზე ჩამოყალიბდებიან.

„გუშინ მნიშვნელოვანი აქცია იყო, მიუხედავად იმისა, რომ ვერ მოვახერხეთ იურიდიულ კომიტეტზე კანონპროექტისთვის კენჭი არ ეყარათ. თავისთავად, ის ფაქტი, რომ ბევრი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ყველასთვის ქვეყნის შიგნით, თუ ქვეყნის გარეთ ეჩვენებინათ, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრობს რამდენიმე ათასი ადამიანი, რომლებიც არ დაუშვებს, ქვეყნის რუსეთის ორბიტაზე გადაყვანას. გუშინდელმა აქციამ ამ მიზანს მიაღწია. გვაქვს ინფორმაცია, რომ სესიაზე კანონპროექტის გამოტანას აპირებენ, როცა დეტალებს გავარკვევთ რაღაც გეგმაზე ჩამოვყალიბდებით. ჯერ-ჯერობით აქცია მიმდინარეობს და ახლა ეს არის ჩვენი გეგმა. მჯერა, რომ საბოლოოდ ეს ქვეყანა არ გარუსდება, ამიტომ ვცხოვრობ აქ, ამიტომ არ ვუშვებ შვილებს არსად. ერთ კვირაში მოვიგებთ, თუ ერთ თვეში დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებთ”, - განაცხადა ჯაფარიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა