გარდაუვალს გახდიან ივანიშვილის და მისი თოკის თოჯინების სრული დასის დასანქცირებას - ზაზა თავაძე

სულ ნახვები : 161
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

,,ოცნება” ცეცხლს ეთამაშება და ხელისუფლების გახანგრძლივების მოტივით, მგონი იმდენს იზამენ, რომ აშშ-ს მიერ კორუფციისთვის დასანქცირებული ჩინჩალაძე-მურუსიძეზე კვლავ ზემოდან გადაფარებით და პლიუს რუსული კანონის ისევ მიღებით, გარდაუვალს გახდიან ივანიშვილის და მისი თოკის თოჯინების სრული დასის დასანქცირებას…, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელი, ზაზა თავაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მოსამართლეთა კლანის წარმომადგენლებად წოდებული მურუსიძისა და ჩინჩალაძის თავხედობას საზღვარი არ აქვს.

„ჩინჩალაძე-მურუსიძის სითავხედეს და იმავდროულად უტვინობას, რომ ზღვარი არ აქვს, ეს ნათლად დაადასტურა მათმა ბოლოდროინდელმა ქმედებებმა, როდესაც ამჯერად სარჩელით მიმართეს მათ კონტროლირებად მოსამართლეებს, რათა ანტიკორუფციულ ბიუროს, მათი დეკლარაციების შემოწმებაც კი ვერ მოეხდინა, რითაც ფაქტობრივად აღიარეს, რომ პოლიტიკური კორუფციით და მექრთამეობით დიდძალი ქონება და ფინანსები დააგროვეს და ზუსტად ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მოგვიწოდებს აშშ, რომ საქართველოს პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება, მაგრამ გენპროკური შოთაძე ხომ ივანიშვილის ,,სანქციის” გარეშე ვერ გაბედავს გამოძიების დაწყებას…

ასევე აღსანიშნავია, რომ დღეს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა, ,,ოცნება”-სთან აფილიაციაში და მორჩილებაში მყოფი კიდევ ერთი ინსტიტუციის, ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატს, ბ-ნ კალანდარიშვილს დაუჭირა მხარი რატომღაც. ალბათ მასაც რუსულ კანონს მიაყოლებენ ერთხმად და ამით გაიმზადებენ პლაცდარმს არჩევნების გაყალბებისა და ხელისუფლების გახანგრძლივებისთვის. თუმცა, როგორც გუშინდელმა საპროტესტო აქციამ აჩვენა, გარწმუნებთ, წყალში ჩაგეყრებათ ეგ ყველაფერი…

ყველანი ერთად რუსთაველზე!

არა - რუსულ კანონს!

არა - კორუმპირებულ ჩინჩალაძე -მურუსიძეს!

კი - ევროპას! “, - წერს თავაძე.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, პასუხისგებაში მისცეს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დასანქცირებული მოსამართლეები, რაზეც მმართველმა პარტიამ, ირონიიტ და დაცინვით უპასუხა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა