„თქვენ ვერ დადგებით ცალ ფეხზე, იმიტომ რომ მუხლებზე დგახართ“ - პაატა მანჯგალაძე „ოცნებას“

სულ ნახვები : 110
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თქვენ ვერ დადგებით ცალ ფეხზე, იმიტომ რომ მუხლებზე დგახართ - ასე მიმართა სტრატეგია აღმაშენებლის დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტის სესიაზე და  რუსული კანონის უკან წაღებისკენ მოუწოდა.

მან უმრავლესობას მოუწოდა, რომ იქნებ შესაძლებელი იყოს „დალაპარაკება“ და რამეზე შეთანხმება,  რომ ქვეყანა მტრის წინაშე პირისპირ მარტო არ დარჩეს.

„კიდევ მორიგი დაპირისპირებისთვის იმეტებენ ქვეყანას, დაპირისპირებისთვის პოლიციასთან და ცალკეულ ჯგუფებთან, 30 ათასი ადამიანი იყო გამოსული ქუჩაში ამ რუსული კანონის გაპროტესტებისთვის. სად ნახეთ, სად შეიკრიბა თუნდაც  30 ადამიანი და ითხოვდა ამ კანონის მიღებას? ეს კანონი არის იმის, რომ საქართველოს ჩამოაშოროს ყველა მეგობარი და რუსული, ორთავიანი გაუმაძღარი არწივის წინაშე დატოვოს მარტო... რუსეთში, როდესაც ამ კანონს იღებდნენ არ მალავდნენ, რომ ამ კანონის მიღების მიზანი იყო დასავლეთის როგორც სტრატეგიული მტრის ინტერესების და გავლენის შემცირება და თქვენ რა მიზნით იღებთ ამ კანონს? გააზრებული გაქვთ, რას აკეთებთ? ეს არის დიდი ბოქლომი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და თუ ასე არ არის, მაშინ ერთი ქვეყანა მაინც დაასახელეთ ევროკავშირიდან რომელიც მიესალმება ამ კანონის მიღებას. მერე იძახიან - „ცალ ფეხზე დგომაო“.  ვერ დადგებით ცალ ფეხზე, იმიტომ რომ მუხლებზე დგახართ...

არავინ არ დგას „ცალ ფეხზე“ ჩვენ საქართველოს ინტერესებს  ვიცავთ, იმიტომ, რომ მარტო არ დარჩეს მტრის აგრესიის პირისპირ...

ვერ ხვდებით? რა გაძლევთ არხეინად ყოფნის უფლებას?  უფრო მეტი მხუთავი აირი გაქვთ ნაყიდი? თუ უფრო მეტი დათვის ტყვიები გაქვთ ნაყიდი? იმ ახალგაზრდებს რას ეუბნებით? რომელიმეს გეყოფათ ვაჟკაცობა, რომ წაუკითხავ კანონს აპროტესტებთ და ვიღაცას უნდა ბიომასად გადაგაქციოთ -ეტყვით ამას, გაუბედავთ რომელიმე  ახალგაზრდას?..

იქნებ რამე შესაძლებელი იყოს, რომ დავილაპარაკოთ  და ქვეყანა არ მივიყვანოთ დაპირისპირებამდე, ეს არის მტრის ინტერესში  და თქვენ ემსახურებით მტრის ინტერესს“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა