ახლა არჩევანია ლაჩარ ალეკო ელისაშვილსა და „ქართული ოცნების“ ლიდერებს შორის - ნინო წილოსანი

სულ ნახვები : 176
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ეს ადამიანები ისევე დაგვლეწავენ, დაგვასახიჩრებენ და დაგვატერორებენ, როგორც ამას სულ ახლო წარსულში აკეთებდნენ, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ნინო წილოსანი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებებს და ქმედებებს.

მისი თქმით, გამჭვირვალობის შესახებ კანონმა, ძალიან ბევრ რამეს ახადა ფარდა და პოლიტიკურ ველზე არსებული ბურუსი გაფანტა, რამაც ოპოზიციის რეალური სახე გამოავლინა.

„დღეს არჩევანი სცდება გამჭვირვალობის კანონის მასშტაბს. ახლა არჩევანია ლაჩარ, სახედაკარგულ ალეკო ელისაშვილს, მის მიმდევრებსა და „ქართული ოცნების“ ლიდერებს შორის. ახლა არჩევანია, ვის ანდობთ თქვენს მაგივრად მიიღოს გადაწყვეტილება იმ მოცემულობაში, როდესაც ოპოზიცია, პოლიტიკურ ტერორისტებად არის ქცეული, როცა არასამთავრობოდ გამოცხადებული ადამიანები პოლიტიკაში გვევლინებიან. „ნაცი“ თარჯიმანიც კი ისეთი გაყეყეჩებული და ამპარტავნებით სავსეა, რომ გერმანიის კანცლერის სიტყვებს, თავისი ინტერპრეტაციით თარგმნის. ტერმინი აგენტი, რომელიც გასული წლის კანონში იყო მოხსენიებული და ახალ პროექტში საერთოდ არ აირს ნახსენები, გერმანიის კანცლერს მიაწერა. ამ ადამიანმა არ იცოდა, რომ კანცლერის სიტყვები არ იყო და გამოიყვანა ისე, თითქოს კანცლერი მოძველებული და ვადაგასული ტერმინებით მოიხსენიებს ამ კანონს. ამ დღეებში, ფაქტებით მანიპულირების, სიცრუის საოცარი მასშტაბით გავრცელების, ფეისბუქზე სიმართლის დაბლოკვის, ძალადობის გამოვლინების და მისი წახალისების საოცარი მაგალითები გვაჩვენეთ. ალეკო ბერბიჭაშვილი მთელი ოპოზიციის და მისი ფანატიკოსების სახე გახდა, გუშინდელი ექსტრემიზმის მერე ვისაც ლაშა ბუღაძე მწერალი გეგონათ სადისტური ქმედების, ნეტარებით გამმართლებელი აღმოჩნდა. ეკა კვესიტაძე და მისი მიმდევარი ფეიკი ჟურნალისტი ქალები, ყველაზე ფაშისტური ოვაციებით გამოდიოდნენ ამ ექსტრემიზმის მოსაწონებლად, რამაც ყველა, დიდიან -პატარიანად აღგვაშფოთა. მელია-გვარამიას კომენტირებაც არ სჭირდება. ეს ადამიანები ისევე დაგვლეწავენ, დაგვასახიჩრებენ და დაგვატერორებენ, როგორც ამას სულ ახლო წარსულში აკეთებდნენ. ფაქტობრივად ამ კანონპროექტის განხილვამ ბურუსი გაფანტა და ყველას სახე კარგად გამოიკვეთა. გაბლარულ პოლიტიკურ ველზე როცა ბანდიტი და სადისტი ანგელოზის საფარქვეშ გვევლინებოდა, უცბად დალაგდა ყველაფერი. გამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვა არა მხოლოდ პოლიტიკურ ორგანიზაციებად ქცეული არასამთავრობოების გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, არამედ ის აშიშვლებს პოლიტიკურ ფარსს", - განაცხადა წილოსანმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა