ეს კანონი ეხება და ხელს უშლის ჩვენი სახელმწიფოს ევროპულ ინტერესებს - ბოტკოველი

სულ ნახვები : 78
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

რუსული კანონი ხელს უშლის ძალიან ბევრი აქტიური პროგრამის საქმიანობას, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით ემსახურება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. ეს კანონი ეხება და ხელს უშლის ჩვენი სახელმწიფოს ევროპულ ინტერესებს, საზოგადოების ყველა ფენის და ყველა პროფესიის ფიზიკურ პირს, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, გიორგი ბოტკოველმა დღეს, 16 აპრილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გუშინ, 15 აპრილს აღიარა, რომ ხელისუფლების კურსი არ არის პროევროპული.

„გუშინ საკომიტეტო განხილვაზე გაიჟღერა ერთმა ძალიან საინტერესო განცხადებამ უმრავლესობის წარმომადგენლის მხრიდან. არ ვიცი წამოსცდა, თუ ფაქტობრივი აღიარება იყო, როდესაც მან თქვა, რომ თურმე ევროკავშირის 27-მა ქვეყანამ რომ გვთხოვა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, უნდა გაგვეთავისუფლებინაო? ეს არის ფაქტობრივი აღიარება თუ საით მიგყავთ ქვეყანა და ევროპული კურსი განა მარტო გაუგებარია, არამედ არ არსებობს და მიზანი არ არის ამისი. ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა, ამ 27-მა ქვეყანამ სწორედაც მაშინ აღიარა, რომ მიხეილ სააკაშვილის არის პოლიტიკური პატიმარი და მიხეილ სააკაშვილი არის რუსული რეჟიმის ტყვე. თქვენ კი გუშინდელი გამოსვლით ეს დაადასტურეთ.

ახლა რაც შეეხება იმ კანონს, რომელზეც თქვენ საუბრობთ, რომ თითქოს არის გამჭვირვალობის კანონი. რად გიღირთ საერთოდ, რას ფიქრობთ, რას ეუბნებით იმ ათი ათასობით ადამიანს, რომელსაც ერთადერთი კითხვა აქვს თქვენთან და ერთადერთი მოთხოვნა აქვს, რომ გაიტანოთ ეს კანონი უკან. ეს არ არის კანონი, რომელიც ემსახურება სახელმწიფო ინტერესებს და ჩვენს სუვერენულ ინტერესებს. პარლამენტთან გუშინ იდგა ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის თქვენი მეგობრებიც, შეიძლება ყოფილი მეგობრები, თქვენი ნათესავები, თქვენი მეგობრის შვილები. თქვენ  იმ ადამიანებს ვერ დაარწმუნებთ იმაში, რომ ეს არ არის რუსული კანონი. ეს არის კანონი, რომელიც ჩვენ სახელმწიფოებრიობას, ჩვენი ქვეყნის განვითარებას უშლის ხელს. თქვენ ეჭვქვეშ აყენებთ ორგანიზაციების მოღვაწეობას და ორგანიზაციების საქმიანობას, რომლებიც წლებია ეხმარებიან ჩვენს ქვეყანას. მაგალითად, ორგანიზაცია USAID, რომლის პროგრამებითაც ფინანსდება ძალიან ბევრი პროგრამა, მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურების გავლით და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით. რამდენი ამბულატორია აშენდა, რამდენი სკოლა გარემონტდა, რამდენი მცირე მეწარმე დაფინანსდა სოფლის მეურნეობის მიმართულებით იმ სოფლებში თქვენ რომ ხუთ მილიონს შეპირდით და გადააგდეთ, ამიტომ კარგად მოისმინეთ თუნდაც USAID-ის პრეზიდენტის განცხადებაც, რომელმაც პირდაპირ გითხრათ, რომ ამ კანონის მიღება ხელს შეუშლის ჩვენს ურთიერთობას, იმ საქმიან დამოკიდებულებას, რომელიც მათ გააჩნიათ საქართველოს სახელმწიფოს მიმართ. ეს კანონი ხელს შეუშლის ძალიან ბევრი აქტიური პროგრამის საქმიანობას, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით ემსახურება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ამიტომ თქვენი განცხადებები, რომ თითქოს ეს კანონი არ ეხება ფიზიკურ პირებს, არის აბსურდი. ეს კანონი ეხება და ხელს უშლის ჩვენი სახელმწიფოს ევროპულ ინტერესებს და ეს კანონი ეხება და ხელს უშლის საზოგადოების ყველა ფენის და ყველა პროფესიის ფიზიკურ პირს.“- განაცხადა ბოტკოველმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა