პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარედ კალანდარიშვილი და წევრობის კანდიდატები ვერ აირჩია

სულ ნახვები : 143
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატებს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. თუმცა, პირველი მცდელობით პარლამენტმა ისინი ვერ აირჩია.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, „ოცნების“ 3 დეპუტატი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პლენარულს სხდომას ვერ ესწრება და კანდიდატებმა 90 ხმა ამიტომ ვერ მოაგროვეს და ხელახალი კენჭისყრა 2 კვირაში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ „საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცესი კიდევ ერთხელ შეიცვალა. კერძოდ, პირველ კენჭისყრაზე 90 ხმაა საჭირო. იმ შემთხვევაში, თუ 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, წარდგენილი კანდიდატის არჩევა 76 ხმით მოხდება. 76 ხმით არჩეული კანდიდატები უფლებამოსილებას 5 წლის ვადით განახორციელებენ.

ცნობისთვის, აღნიშნულ ცვლილებებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა