ეს კანონი არის გეოპოლიტიკური ტესტი ჩვენი ქვეყნის - ირაკლი ფავლენიშვილი

სულ ნახვები : 132
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ეს კანონი არის გეოპოლიტიკური ტესტი ჩვენი ქვეყნის, ასე აღიქმება ყველგან. ასე აღიქვამს გერმანიის კანცლერი, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი და მარტო პესკოვი, დუგინი რომ გყავს მხარდამჭერი, რომლებიც უბოროტესი მტრები არიან შენი ქვეყნის, ეს კანონი რუსულია თუ არ არის რუსული ამაზე საუბარი ზედმეტია, - ეს განცხადება დღეს, 16 აპრილს პარლამენტთან გამართულ აქციაზე, ენმ-ს პოლიტიკური საბჭოს წარმომადგენელმა, ირაკლი ფავლენიშვილმა გააკეთა.

მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიერ შემოტანილი რუსული კანონით, პუტინი საქართველოში საკუთარი გავლენების სივრცის მონიშვნას ახდენს.

„ამაზე მეტი ლუსტრაცია როგორ უნდა მოხდეს. გუშინ, როდესაც მე აქციაზე ვიყავი, მარტო თანაპარტიელები კი არ იყვნენ ჩემს გარშემო, არამედ ჩემი ბავშვობის მეგობრები, რომლებისთვისაც რაღაც რომ გეკითხათ რამდენიმე თვის წინ გეტყოდნენ, რომ აპოლიტიკურები არიან, სხვადასხვა კომპანიებში მუშაობენ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, საკმაოდ კარგი შემოსავალიც აქვთ, მაგრამ მათთან ერთად გვერდზე ვიყავი და პოლიციის ძალადობის მსხვერპლები ვიყავით, როდესაც პოლიციები არ გვაძლევდნენ უფლებას დაგვეფიქსირებინა ჩვენი კონსტიტუციური უფლება. ქართველმა ხალხმა, საზოგადოების ყველა სეგმენტმა კარგად იცის, რომ ეს კანონი არის თითოეული მათგანისთვის საფრთხე, რადგან პუტინმა ამ კანონით მონიშნა თავისი გავლენის სივრცე. როდესაც ეს კანონი დარეგისტრირდება არც არასამთავრობო სექტორი იმუშავებს, არც პროექტები იმუშავებს, ყველაფერი დასავლური იქნება ამოძირკვული. ეს ადამიანები, ჩემი მეგობრები, რომლებზეც მე ახლა ვსაუბრობდი აპოლიტიკურები კი არ არიან, უბრალოდ პარტიული აფილიაციები არ გააჩნიათ, მაგრამ აქვთ სურვილი, რომ იცხოვრონ თავისუფალ ქვეყანაში და ეს სურვილი იმდენად ძლიერია, რომ ივანიშვილის ბანდა ვერანაირი ჯებირით ვერ შეაჩერებს ამას. მოგიწოდებთ ყველას, რომ გამოხვიდეთ გარეთ ჩვენი ევროპული მომავლისათვის.“ - განაცხადა ფავლენიშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა