ამ კანონით არ ხდება არანაირი შეზღუდვა ან აკრძალვა - მდინარაძე

სულ ნახვები : 136
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას კანონპროექტის მიზანი განმარტა და აცხადებს, რომ ეს კანონი არ ითვალისწინებს რაიმე სახის შეზღუდვას ან აკრძალვას და ამის შესახებ თითოეული მოქალაქე უნდა იყოს ინფორმირებული.

„მე მინდა სხვისი სიტყვებით დავიწყო ჩემი მოხსენება: „ნებისმიერმა ორგანიზაციამ, რომელიც ევროკავშირისგან იღებს დაფინანსებას, უნდა გაამჟღავნოს როგორ იყენებენ ამ თანხებს, ეს მოთხოვნა უნდა გავრცელდეს არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომელთა დაფინანსებაც ჯერჯერობით მხოლოდ შეზღუდულ შემოწმებას ექვემდებარება“, - ამის შესახებ ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია. ეს გახლავთ იანვრის თვის ანგარიში. მანამდე, მოგეხსენებათ, რომ ევროდირექტივის სახით ანალოგიურ სფეროსთან დაკავშირებულ რეგულაციებზე დარეგისტრირდა დირექტივა, რომლის მიხედვითაც რეგულირება არის გაცილებით მკაცრი, ვიდრე ჩვენი კანონპროექტია. სანამ ჩვენს თხოვნას შეასრულებენ ჩვენი ოპონენტები ამასთან დაკავშირებით რომ ერთი მუხლი ან პუნქტი თქვან, რა არის არაქართული, ან ეროვნული ინტერესებიდან რა არ გამომდინარეობს, ან მითუმეტეს რა არის რუსული, მინდა თითოეულ საკითხს გავყვე. მანამდე ვისაუბრე იმაზე, რომ ეს კანონი მხოლოდ გამჭვირვალობას ეხება და ერთადერთ ვალდებულებას, რომ შესაბამის რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ და ეს ვალდებულება გაჩნდება უცხოეთიდან 20%-იანი დაფინანსების შემთხვევაში მედია და ენჯეო ორგანიზაციებზე. სხვა ვალდებულება არ არის, აგრეთვე არ არის არანაირი შეზღუდვა ან აკრძალვა და ეს თითოეულ მოქალაქემდე უნდა მივიტანოთ, რომლებიც აპროტესტებენ ან არ აპროტესტებენ ამ კანონს, არამხოლოდ ამ პროტესტის გასანეიტრალებლად, არამედ უფრო მეტად იმისთვის რომ თითოეული ადამიანი იყოს ინფორმირებული, რამდენად მართლები ვართ ამ ბრძოლაში“, - განაცხადა მდინარაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა