ვალდებულები ვართ, დავიცვათ ჩვენი სამშობლო - პაატა ბურჭულაძე

სულ ნახვები : 18
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რუსთაველის გამზირზე  სიტყვით გამოსვლები გრძელდება. ადგილზე ადამიანების რაოდენობა ყოველწუთიერად იზრდება. ცოტა ხნის წინ საქართველოს ჰიმნი ხალხთან ერთად მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ შეასრულა. 

"ვალდებულები ვართ, დავიცვათ ჩვენი სამშობლო.  ეს ჩვენ გვიწერია არა მარტო კონსტიტუციაში, არამედ გვიწერია ჩვენს გულებში, ჩვენს სისხლში, ამიტომ ჩვენ ვალდებულები ვართ, დავიცვათ ჩვენი მომავალი. ერთაერთი პროფესია, რომელმაც უნდა დაიცვას აქ, არის პოლიცია. იმათ მინდა შევახსენო ერთი რამ, რომ ჯერ კიდევ არის პატივისცემა და სიყვარული მათ მიმართ. აქ, ზუსტად ამ ადგილას, 9 აპრილს, როდესაც ქართველი ხალხის სისხლი იღვრებოდა, საბჭთა პოლიცია გადავიდა ხალხის მხარეს. ასე რომ, მათგან აიღეთ მაგალითი", - თქვა პაატა ბურჭულაძემ პარლამენტთან სიტყვით გამოსვლისას.  

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა