უნდა ვიყოთ ბევრნი და ვიბრძოლოთ ბოლომდე! - ნიკა მელია

სულ ნახვები : 178
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პარტია „ახალი“-ს ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში ეხმიანება იმ პროცესებს რაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარდა.

მელია მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ ხვალ, 17 აპრილს 11:30-ზე ყველანი მივიდნენ პარლამენტთან.

„კომენტარი ზედმეტია, ესენი უკან მხოლოდ მაშინ დაიხევენ, თუ მიხვდებიან რომ არ გვეშინია და არ ვაპირებთ დანებებას - ასეც იქნება!

უნდა ვიყოთ ბევრნი და ვიბრძოლოთ ბოლომდე!

ასე ხდება მხოლოდ რუსეთში, ვერ შერჩებათ და არ გაუვათ!

საქართველოში გაიმარჯვებს ევროპა.

ყველა, ვისაც გვინდა საქართველო იყოს ევროპა და არა რუსეთი, ეს დღეები, მიუხედავად ნებისმიერი საქმისა, უნდა ვიდგეთ ქვეყნისა და მისი მომავლის სამსახურში, ვიდგეთ ბევრნი და ვიდგეთ მყარად, რომ ხვალ გვქონდეს ქვეყანა!

დღეს, 11:30 საათზე, ვიკრიბებით პარლამენტის უკანა შესასვლელთან“, - წერს მელია.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა