რუსული კანონპროექტის ხელმეორედ გამოტანა არის ევროკავშირის საბოტაჟი - ლანა გალდავა

სულ ნახვები : 108
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

"რუსული კანონპროექტის ხელმეორედ გამოტანა ქართველი ხალხის და, პირველ რიგში, ახალგაზრდების წინააღმდეგ პირდაპირ მაპროვოცირებელი და ძალადობრივი წასვლაა ხელისუფლების მხრიდან“  - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, ლანა გალდავამ, Cnews-სთან განაცხადა.

მისი თქმით, ვერც ერთ ხელისუფლებას მომავალი თაობის წინააღმდეგ წასვლა არ გასვლია და ახლაც ვერ გამოუვათ.

„ვერც ერთ ხელისუფლებას მომავალი თაობის წინააღმდეგ წასვლა  არ გასვლია და ახლაც ვერ გამოუვათ. ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება ეს კანონპროექტი, რადგან საქართველოს გაწერილი ინტერესი არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია. როდესაც საუბრობს გერმანია, საფრანგეთი, აშშ-ის სახ.დეპი, ევროკავშირი და ყველა სხვა ქვეყანა, რომ ეს კანონი არ არის მისაღები - ე.ი. ნამდვილად არ არის მისაღები. იმიტომ, რომ ისინი არიან ჩვენი პარტნიორები.

ერთადერთი, ვისაც ეს კანონი მოსწონს არის რუსეთის ფედერაციის  ხელმძღვანელობა, რომლებიც თავის მხრივ არიან ჩვენი ქვეყნის ოკუპანტები და ოკუპირებული აქვთ ტერიტორიის 20%.

ამ კანონპროექტის ხელმეორედ გამოტანა არის ევროკავშირის საბოტაჟი. ქართველი ხალხის და, პირველ რიგში, ახალგაზრდების წინააღმდეგ არის პირდაპირ მაპროვოცირებელი და ძალადობრივი წასვლა.

მათი პირველადი განზრახვა, რომ აგენტის იარლიყი მიეწებებინათ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, მედიისთვის, ახალგაზრდებისთვის, არ გამოუვათ. არ გამოუვათ იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობის ურყევი და მტკიცე არჩევანი არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია“ , - განუხადა Cnews-ს გალდავამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა