სახლში ვინც ზიხართ, რუსეთში ანუ ტრა*ში ხართ - ზურა ჯაფარიძე

სულ ნახვები : 85
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„სახლში ვინც ზიხართ, თქვენ არ ხართ ევროპაში. თქვენ ხართ რუსეთში ანუ ტრა*ში“ , - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურა ჯაფარიძე, სოციალურ ქსელში წერს.

„ევროპაში ვართ’ არის სადღეგრძელო

ევროპა პირველ რიგში ნიშნავს იმის გააზრებას თუ რა ღირებულებაა თავისუფლება და იმის გამბედაობას რომ ამ ღირებულებისთვის იბრძოლო, სულ, მუდმივად.

კეთილდღეობა, უსაფრთხოება და სხვა სიკეთეები მოპოვებული თავისუფლების შედეგებია, და არა პირიქით.

ევროპაში ის ხალხია ვინც ეს დღეები ქუჩაშია და იბრძვის, ვისაც სცემენ, გუდავენ, აგინებენ, იჭერენ, მაგრამ ვერ ტეხენ.

სახლში ვინც ზიხართ, თქვენ არ ხართ ევროპაში. თქვენ ხართ რუსეთში ანუ ტრა*ში, იმიტომ რომ ან თავისუფლების არსს ვერ იაზრებთ და გგონიათ რომ რაღაც უფრო მნიშვნელოვანს უფრთხილდებით

ან ტრა*ი არ გყოფნით რომ მისთვის იბრძოლოთ“ ,- წერს ჯაფარიძე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა