„ოცნება“ უკვე დამარცხდა ამ ქვეყნის მომავალთან - ბექა ლილუაშვილი

სულ ნახვები : 105
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„პირველ რიგში, მინდა ისევ მადლობით დავიწყო და მადლობა ვუთხრა, თითოეულ მოქალაქეს, რომელიც გუშინაც იდგა აქციაზე, სწორად გაიგო ჩვენი დასავლელი მეგობრების და პარტნიორების განცხადებები, განსხვავებით მმართველი ძალისგან, რომ ამ კანონს არაფერი აქვს საერთო ევროპულთან და გვაშორებს ევროკავშირს, რაც უკვე ნიშნავს, რომ ეს კანონი რუსულია“, - ამის შესახებ დღეს, 17 აპრილს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, ბექა ლილუაშვილმა ისაუბრა.

ლილუაშვილის თქმით, მმართველი პარტია უკვე დამარცხდა საქართველოს მომავალთან.

„ოცნებამ“ - რომელიც უდიდეს პროპაგანდას აწარმოებდა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ვერც ახლა შეძლო დაერწმუნებინა ადამიანები, რომ ეს კანონი რუსული არ არის. მათ შორის: ვერ დაარწმუნა ვერც საჯარო მოხელეები, რომლებსაც უდიდესი წვლილი მიუძღვით ამ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში და ვერც საკუთარი ამომრჩეველი, რომლებიც გუშინაც ბევრი ვიხილეთ აქციაზე.

პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსების ამოცანა კი არის, რომ არ დავუშვათ ამ კანონის მიღება ჩვენს მოქალაქეებგან ერთად მშვიდობიანად. ამაზე კი მთელი პასუხისმგებლობა „ოცნების“ მხარესაა, რომელიც ბოლო პერიოდში უშედეგოდ ცდილობს ადამიანები ერთმანეთს დააპირისპიროს. ამ ყველაფერს მოქალაქეებმა მტკიცე ერთიანობით და სიმშვიდით უპასუხეს, სწორედ ეს ერთიანობა იქნება გზა არჩევნებამდეც, სადაც უკვე „ოცნება“ ოფიციალურად გამოცხადდება დამარცხებულად, რადგან „ოცნება“ უკვე დამარცხდა ამ ქვეყნის მომავალთან”,-განაცხადა ლილუაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა