ქვეყანას მიაქანებენ რუსული რეჟიმისკენ, სადაც განსხვავებული აზრი არის დასჯადი - ვასო ურუშაძე

სულ ნახვები : 109
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ქვეყანას მიაქანებენ რუსული რეჟიმისკენ, სადაც განსხვავებული აზრი არის დასჯადი, - განუცხადა Cnews-ს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა ვასო ურუშაძემ აქციაზე დაკავებულებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ეს ადამიანები, რომლებიც ახლა სხვადასხხვა იზოლატორებში არიან მოთავსებულები,  განიცადეს როპგორც მორალური ასევე ფიზიკური დევნა.

„ქვეყანას მიაქანებენ რუსული  რეჟიმისკენ, სადაც  განსხვავებული აზრი არის დასჯადი.  სწორედ რუსეთი არის ის ქვეყანა, სადაც ადამიანები როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად განიცდიან ადამიანები დევნას. ამას ემსახურება რუსული კანონი, რომ იგივე დაკანონდეს ჩვენთანაც.  დაკავებული ადამიანები, რომლებიც მოთავსებულები არიან იზოპლატორებში, არიან ნაცემები. მიუხედავად ამისა, ჩვენ ეს ვერ შეგვაშინებს და მოქალაქეები ურყევი პოზიციითა და ურყევი ბრძოლით, ამ ბრძოლას  გამარჯვებამდე მივიყვანთ“, - განუცხადა Cnews-ს ვასო ურუშაძემ.

ირინა მაკარიძე, Cnews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა