ბრძოლა გრძელდება აქ და ახლა, აუცილებლად ყველაფერი წარმატებით დასრულდება - კირკიტაძე

სულ ნახვები : 126
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ივანიშვილი განსაკუთრებული სისასტიკით დარბევის ბრძანებას აძლევს ისეთ თემებზე, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება რუსეთს , - ამის შესახებ პარტია „ახალის“ წევრმა, გიორგი კირკიტაძემ, Cnews-ს განუცხადა.

მისი თქმით, ბრძოლა გრძელდება აქ და ახლა და აუცილებლად ყველაფერი წარმატებით დასრულდება.

„თუ დავაკვირდებით აქციებს და მათ დარბევებს, ვნახავთ რომ ივანიშვილი განსაკუთრებული სისასტიკით დარბევის ბრძანებას აძლევს ისეთ თემებზე, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება რუსეთს. გვახსოვს რა ხდება 20 ივნისს, გვახსოვს რა ხდებოდა გასული წლის 7-8 მარტს - იქ, სადაც ხალხი გამოდის და ამბობს „არა რუსეთს“, როგორც ჩანს, ამ დროს სპეცრაზმს ეძლევა დავალება განსაკუთრებული სისასტიკით დაარბიოს ახალგაზრდები.

გასაგებია, რასაც ბიძინა ივანიშვილი აკეთებს რუსეთის დავალებით, მაგრამ ის ადამიანები, რომლებსაც სპეცრაზმის ფორმა აცვიათ ამ ბავშვებს ხელს რომ ურტყამენ საერთოდ რაზე ფიქრობენ მართლა არ მესმის.

ერთი რამ არის ფაქტი - საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას კარგად ესმის, რომ ის ბრძოლა, რომელსაც შეეწირნენ ჩვენი საუკეთესო წინაპრები და სიცოცხლის ფასად მოგვიტანეს დამოუკიდებლობა, თავისუფლება და მისი ევროპული პერსპექტივა არის შესანარჩუნებელი.

ეს ბრძოლა გრძელდება აქ და ახლა და აუცილებლად ყველაფერი წარმატებით დასრულდება“ , - განუცხადა Cnews-ს კირკიტაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა