„ოცნება“ ცდილობს კრიტიკული მედია და სამოქალაქო ორგანიზაციები ქვეყნის ინტერესების მტრობაში დაადანაშაულოს - „ფლანგვის დეტექტორი“

სულ ნახვები : 74
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მთავრობა გამჭვირვალობას იჩემებს, თუმცა მისივე უწყებები საჯარო ინფორმაციას არ გასცემენ - ამის შესახებ ორგანიზაცია „ფლანგვის დეტექტორი“ წერს.

როგორც განცხადებაში აღნიშნული, ხელისუფლება კიდევ ერთხელ აინიცირებს რუსულ კანონს, ამჯერად გამჭვირვალობის ეგიდით, თუმცა, უწყებები საჯარო ინფორმაციას დღემდე არ გასცემენ. ‘

ადმინისტრაციული ორგანოები ხელოვნურ ბარიერებს ქმნიან, რიგ შემთხვევებში კი საჯარო ინფორმაციის მომთხოვნ პირებსა თუ ორგანიზაციებს უარს ეუბნებიან - მაგალითად, ფლანგვის დეტექტორს ქონების ეროვნული სააგენტოსგან 4 თვის წინ გამოთხოვილი ინფორმაცია დღემდე არ მიუღია, როცა კანონით დადგენილი ვადა 10 დღეა.

ამ მხრივ, გამორჩეულია თეა წულუკიანის მიერ მართული უწყებები – მინისტრად დანიშვნის შემდეგ, კულტურის სამინისტრო საჯარო ინფორმაციას საერთოდ აღარ გასცემს.

სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოც არ გასცემს.

სისტემურად გაუმჭვირვალეა სასამართლოც: მოსამართლეები აჩერებენ მათი ქონების შემოწმების პროცესს და 2020 წლიდან შესაბამისი წესით აღარ ქვეყნდება სასამართლო აქტები.

IDFI-ს ცნობით, 2022 წელი 2010-ის შემდეგ ყველაზე ცუდი წელიწადი იყო საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით.

საბოლოო ჯამში, საქართველოს მთავრობა ცდილობს, საზოგადოების თვალში თავი გამჭვირვალეობის დამცველად წარმოაჩინოს, ხოლო კრიტიკული მედიასაშუალებები და სამოქალაქო ორგანიზაციები ქვეყნის ინტერესების მტრობაში დაადანაშაულოს. თუმცა, ფლანგვის დეტექტორისა და სხვა ორგანიზაციების გამოცდილება ცხადყოფს, რომ სამთავრობო უწყებები და მათთვის დაქვემდებარებული დაწესებულებები, ასევე სახელმწიფო მმართველობისთვის მნიშვნელოვანი შტოები თავად მოქმედებენ გამჭვირვალობის სტანდარტის წინააღმდეგ, არ გასცემენ საჯარო ინფორმაციას და სისტემატურად არღვევენ საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს, რომელიც მათ ინფორმაციის გაცემის 10-დღიან ვადას უწესებს. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციის გაუცემლობა მედიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა მიერ საჯაროვდება, საქართველოს მთავრობა და შესაბამისი უწყებები აგრძელებენ გამჭვირვალობის წინააღმდეგ მიმართულ მანკიერ პრაქტიკას.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა