ამ კანონით უცხო ძალის მთავარი წარმომადგენელი ბიძინა ივანიშვილი გამოდის - პაატა მანჯგალაძე

სულ ნახვები : 72
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ამ კანონით, უცხო ძალის მთავარი წარმომადგენელი გამოდის ბიძინა ივანიშვილი, - განაცხადა „სტრატეგია აღმაშენელის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ პარლამენტის სესიაზე, სადაც „უცხოური გამჭვირვალობის კანონპროექტს“ პირველი მოსმენით განიხილავენ.

მანჯგალაძის თქმით, ოცნებას რომ გამჭვირვალობა უნდოდეს, მოულოდნელად გამილიონერებული ექსპრემიერის,  ირაკლი ღარიბაშვილის გამდიდრებით საკითხით დაინტერესდებოდა.

„რა გამჭვირვალობა, რა ფულის კონტროლი?! თქვენ რომ ფულის კონტროლი გდომოდათ,   ბიუჯეტიდან დაიწყებდით. თავმჯდომარე  გყავთ, რომელიც მილიონერი გახდა თქვენი ხელისუფლების  პირობებში, - ღარიბაშვილს ვგულისხმოთ. ამ კანონით, რომლის მიღებაც გინდათ,  უცხოური ძალის წარმომადგენელი არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამბობს, რომ საქართველოში  ბიზნესი  არ აქვს. უცხო ძალის მთავარი წარმომადგენელი გამოდის ბიძინა ივანიშვილი“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა