თქვენი შვილების მომავალი მოწყობილი გაქვთ და სხვისი შვილების მომავალს უპირისპირდებით - აქუბარდია „ოცნებას“

სულ ნახვები : 105
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„თქვენ, თქვენი შვილების მომავალი მოწყობილი გაქვთ და სხვისი შვილების მომავალს უპირისპირდებით“, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ, პარლამენტში, სხდომათა დარბაზში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსული კანონპროექტის რეალური მიზანი დასავლეთთან დაპირისპირებაა.

„იმ მოცემულობაში, როცა ამ ქვეყანამ რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ 32 წელი იბრძოლა, როცა 2008 წელს ჩვენი სამხედროები ამ ქვეყნის სუვერენულ არჩევანს იცავდნენ, თქვენ რუსულ საქმეს აკეთებთ არა ტანკით, არამედ რუსული კანონით! თქვენ ამაზე გაქვთ ხელი მოწერილი. რა საჭიროა კანონი, რომელიც ასე ჰყოფს, ასე აპირისპირებს საზოგადოებას ერთმანეთთან და საფრთხეს ქმნის როგორც დემოკრატიისთვის, ასევე ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში წევრობისთვის.

ვის სჭირდება კანონი, რომელზეც ხალხი ამბობს არა რუსულ კანონს! ვის სჭირდება კანონი, რომელზეც ჩვენი მეგობრები, რომელსაც თქვენ “უცხო ძალას“ ეძახით, გვეუბნებიან, რომ ვერ შეხვალთ ნატოსა და ევროკავშირში“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა