პარლამენტში გაურკვეველი სტატუსის შეიარაღებული ადამიანები იმყოფებიან - ხერხეულიძე

სულ ნახვები : 201
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ეკა ხერხეულიძის განცხადებით, პარლამენტის შენობაში გაურკვეველი სტატუსის შეიარაღებული ადამიანები იმყოფებიან.

მისი თქმით, გაუგებარი ხალხია, რომლებსაც სპეცრაზმის ფორმები აცვიათ და ასევე, არიან პოლიციები, რომლებიც გადაცმულები დადიან იარაღით.

„ამ შენობაში ისტორიას არ ახსოვს ამდენი შეიარაღებული ადამიანის ყოფნა. გაურკვეველია იმ ადამიანების წარმომავლობა, რომლებიც დღეს იარაღით იმყოფებიან ამ შენობაში. არავის აქვს ამის უფლება. ეს არ არის სპეციალური დაცვის სამსახური, ეს არის გაუგებარი ხალხი, რომელიც სპეცრაზმის ფორმებში არიან. არიან პოლიციები, რომლებიც გადაცმულები დადიან იარაღით, მათ ამის არანაირი უფლება არ გააჩნიათ“,- განაცხადა ხერხეულიძემ სხდომათა დარბაზში სიტყვით გამოსვლისას.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა