პოლიციაზე და სასამართლოზე დგას „ქართული ოცნების“ ძალაუფლება - მირდატ ქამადაძე

სულ ნახვები : 84
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ძალიან რბილად, რომ ვთქვათ შეფასება არის უარყოფითი, მაგრამ ეს გასაკვირიც არ არის. სამწუხაროდ ამ ქვეყანაში თავისუფალი მართლმსაჯულების პრობლემა დგას, იდგა სულ და როდესაც პოლიცია არის პოლიტიზებული, როდესაც პოლიციაზე, სასამართლოზე დგას რეალურად ქართული ოცნების ძალა-უფლება და მას ხალხში რეალურად მხარდაჭერა არ აქვს, ბუნებრივია ასეთ ქმედებებს პოლიციელებისგან ველოდებით,  - ასე აფასებს CNews - თან საუბრისას, პარტია „ახალი“-ს ერთ-ერთი წევრი და აჭარის უმარლესი საბჭოს წარმომადგენელი, მირდატ ქამადაძე, გვიან ღამით, პარლამენტის ტერიტორიაზე განვითარებულ პროცესებს.

მისი თქმით, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ არცერთ ავტოკრატიულ ხელისუფლებას არ გაუმარჯვია და ვერც „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს.

„საბოლოო ჯამში აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ გამოცდილება გვაჩვენებს, არცერთ მსგავსი ტიპის ავტოკრატიულ ხელისუფლებას არ გაუმარჯვია თავის მოსახლეობაზე, როდესაც მათი მოთხოვნა არის სწორი, გულწრფელი და ძალიან გასაგები. დღეს არ დაგვიწყია ევროპაზე საუბარი, ამას თაობები შეეწირა და იმდენად ცხად მიზანს დაუპირისპირდა ოცნება და გონია, რომ მას ეყოფა პოლიტიზებული პოლიცია, მგონია, რომ ეს მცდელობა არის წარუმატებელი", - განუცხადა ქამადაძემ CNews-ს.

გიგა გელხვიიძე, CNews.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა