ეს არის ანტიქართული ქცევა - შალვა პაპუაშვილი საპროტესტო აქციაზე

სულ ნახვები : 227
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, გასულ ღამეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ პროცესებს ეხმიანება და აცხადებს, რომ სამართალდამცავების ქცევა იყო ლეგიტიმური.

მისი თქმით, ჭიშკრების ლეწვა არ არის პროტესტი და ეს ანტიქართული ქმედებაა.

„პროტესტის უფლება ყველას აქვს, მხოლოდ ერთი დათქმით, ეს უნდა იყოს მშვიდობიანი - წერტილი! არავის აქვს ლეგიტიმაცია კანონდარღვევის, ჭიშკრების მტვრევის, ეს არის ანტიქართული ქცევა და რაც არაქართულია, ის ანტიევროპულია“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, სპეცრაზმელებმა, მშვიდობიანი აქციის მონაწილეები სასტიკად სცემეს, ასევე ფიზიკურად იძალადეს მედიის წარმომდგენლებზე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა