ექსკლუზივი: ულტრარადიკალებისა და „ოცნების“ საიდუმლო ღამეული შეხვედრა - ვინ ესწრებოდა და რაზე შეთანხმდნენ ფარული აუდიენციის მონაწილეები

სულ ნახვები : 18,039
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„მე მაქვს ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ და მე მგონია, რომ სრული კონტექსტის გათვალისწინებით, ამ ადამიანებს უარი უნდა ეთქვათ ამ ღონისძიების ჩატარებაზე,“ - განაცხადა 17 ივნისს, ინგა გრიგოლიას „რეაქციაში“ „ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „თბილისი პრაიდზე“ დასმული კითხვის საპასუხოდ. მანამდე კი მმართველმა პარტიამ ხელი არ მოაწერა დეკლარაციას, რომელიც ლგბტქ აქტივისტების უფლებებს ეხება და რომელსაც თითქმის მთელი ოპოზიციური სპექტრი, ანუ 15 პარტია შეუერთდა.

ამასობაში კი, CNews-სთვის ექსკლუზიურად ხდება ცნობილი, რომ ირაკლი კობახიძემ ზემოხსენებული განცხადება ულტრარადიკალების დაჟინებული მოთხოვნით გააკეთა. უფრო კონკრეტულად, ჩვენი უტყუარი ინფორმაციის მიხედვით, ორი დღის წინ, ანუ 16 ივნისს, გვიან ღამით, „ქართული ოცნების“ რამდენიმე ლიდერი „ქართული მარშის“ ე.წ. სტაფს შეხვდა.

„შეხვედრა შუაღამისას, სრულიად საიდუმლო ვითარებაში გაიმართა. შეხვედრა დიდხანს არ გაგრძლებულა და განსახილველი საკითხიც ერთი იყო, ანუ „ოცნების“ ლიდერებმა „მარშს“ სთხოვეს, ოღონდ ლგტბ-ები არ დაგვიძახოთ და, კი ბატონო, თქვენს ულტიმატუმს დავემორჩილებით და „თბილისი პრაიდს“ გავაუქმებთო,“ - განუცხადეს შეხვედის დეტალები CNews-ს.

ამასთან, CNews-ის ცნობით, ღამეულ შეხვედრას, რომელიც „ოცნების“ დაჟინებული მოთხოვნით გაიმართა, გია ვოლსკიც ესწრებოდა.

აღსანიშნავია, რომ ამ საიდუმლო შეხვედრის წინა დღეს, 15 ივნისს, „ერი“-ს დამფუძნებელმა, ლევან ვასაძემ საგანგებო განცხადება გააკეთა და „ოცნებას“ დაემუქრა, რომ თუ „თბილისი პრაიდს“ არ გააუქმებს, ნახავს, რაც დაემართება.

„მე მოვუწოდებ "ქართული ოცნების" ლიდერებს, მოეშვან ამ თამაშებს და გააკეთონ მკაფიო არჩევანი ან დადგნენ საზოგადოებრივი ნორმის, მორალისა და ტრადიციების გვერდზე და გააუქმონ დაანონსებული ე.წ პრაიდი...

ფართო სახალხო პროტესტი, რომელიც ამის ჩატარებას საქართველოში არასოდეს დაუშვებს, ჩვენ, უბრალოდ, განზე გავდგებით, ამ პროტესტს შევუერთდებით და აგერ ნახეთ, რა პასუხს გაგცემთ ხალხი",- განაცხადა ვასაძემ 15 ივნისს.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები